ვოლხოვი (რუს. Волхов) — ქალაქი (1933 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, ვოლხოვის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის 14 ოქტომბრის მონაცემებით ქალაქში 47 182 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი მდებარეობს მდინარე ვოლხოვის ნაპირას, ვოლხოვის დაბლობზე, სანქტ-პეტერბურგიდან აღმოსავლეთით 122 კილომეტრში. ქალაქი იყოფა ორ ნაწილად: პირველი ვოლხოვი, მდებარეობს ვოლხოვის მარცხენა ნაპირზე და მეორე ვოლხოვი, მდებარეობს ვოლხოვის მარჯვენა ნაპირზე.

ქალაქი
ვოლხოვი
Волхов

ვოლხოვი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 59°55′00″ ჩ. გ. 32°21′00″ ა. გ. / 59.91667° ჩ. გ. 32.35000° ა. გ. / 59.91667; 32.35000
დაარსდა 1918
ამჟამინდელი სტატუსი 1933
ფართობი 108,21 კმ²
ცენტრის სიმაღლე 33
მოსახლეობა 47 182 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81363
საფოსტო ინდექსი 187401, 187403
187404, 187406[1]
საავტომობილო კოდი 47
ოფიციალური საიტი volkhov.info
ვოლხოვი (ქალაქი) — რუსეთი
ვოლხოვი (ქალაქი)

ვოლხოვოს განვითარება დაკავშირებულია ვოლხოვის ჰიდროელექტროსადგურთან, რომელიც 1918 -1926 აშენდა და იყო რუსეთის ერთ-ერთი პირველი ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური. 1925 წლის 15 მაისს დასახლებას მიენიჭა დაბის სტატუსი. 1929 ვოლხოვის ჰიდროელექტოსადგურის სიახლოვეს აშენდა რუსეთში პირველი ალუმინის ქარხანა. ქალაქი 1970 წელს დააჯილდოვეს ოქტომბრის რევოლუციის ორდენით.

დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება