ვოლვოქსისნაირნი (ლათ. Volvocophyceae) — ტოლშოლტიანი მწვანე წყალმცენარეების კლასი. ვეგეტაციურ მდგომარეობაში მოძრავი ერთუჯრედიანი ან კოლონიური ფორმებია. აქვთ ჯამისებრი, მწვანე ქრომატოფორი, 2 (იშვიათად 4-8) თანაბარი შოლტი, წითელითვალაკი და მფეთქავი ვაკუოლი. უსქესო გამრავლება ხდება უჯრედების სიგრძივი დაყოფით და ზოოსპირებით, სქესობრივი — ვეგეტატიური უჯრედების ან გამეტების კოპულაციით (იზოგამია, ჰეტეროგამია, ოოგამია). ცხოვრობენ დამდგარ მტკნარ წყალსატევებში, ტენიან ნიადაგზე.

(A) Gonium pectorale, (B) Eudorina elegans, (C) Pleodorina californica, და (D) Volvox carteri

ლიტერატურა რედაქტირება