ვლორა (ალბ. Vlora) — საპორტო ქალაქი და მუნიციპალიტეტი სამხრეთ ალბანეთში. წარმოადგენს ალბანეთის სიდიდით მეორე საპორტო ქალაქს, ამ მხრივ იგი მხოლოდ დურესს ჩამორჩება. 1912 წლის 28 ნოემბერს სწორედ ვლორაში გამოცხადდა ალბანეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მოკლე დროის განმავლობაში იყო ალბანეთის დედაქალაქი.

ქალაქი
ვლორა
Vlora
დროშა გერბი

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ოლქი ვლორა
კოორდინატები 40°27′09″ ჩ. გ. 19°29′00″ ა. გ. / 40.45250° ჩ. გ. 19.48333° ა. გ. / 40.45250; 19.48333
მმართველი Dritan Leli
პირველი ხსენება 6. century BCE
ფართობი 12 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 104 827 (მუნიციპალიტეტის) კაცი (2011)
სიმჭიდროვე 170 (მუნიციპალიტეტის) კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 033
საფოსტო ინდექსი 9401–9494
საავტომობილო კოდი VL
ოფიციალური საიტი vlora.gov.al
ვლორა — ალბანეთი
ვლორა

დაარსდა ძვ. წ. VI საუკუნეში როგორც ძველი ბერძნული კოლონია აულონი და თითქმის 26 საუკუნის განმავლობაში უწყვეტადაა დასახლებული. ვლორის პორტითა და უნივერსიტეტითურთ ვლორა სამხრეთ-დასავლეთი ალბანეთის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და კულტურული ქალაქია.

თანამედროვე მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდა 2015 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად 5 ყოფილი მუნიციპალიტეტის გაერთიანებით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ვლორა.[1] 2011 წლის აღწერის მიხედვით, საერთო მოსახლეობა შეადგენს 104 827 ადამიანს 616,85 კმ²-ზე.[2] ახალი მუნიციპალიტეტი ვრცელდება ნოვოსელეთან მდებარე მდინარე ვიოსას დელტადან ლოგარას უღელტეხილამდე, მოიცავს ქალაქ ორიკუმსაც.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Law nr. 115/2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-07-07.
  2. Interactive map administrative territorial reform. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-12. ციტირების თარიღი: 2015-07-07.