ვლადიმირ მეჩიარი (სლოვაკ. Vladimír Mečiar; 26 ივლისი, 1942, ზვოლენი, სლოვაკეთი) — სლოვაკი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. დაასრულა ბრატისლავის კომენსკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1990 წელს აირჩიეს ჩეხოსლოვაკიის ფედერალური კრების დეპუტატად. სახალხო პარტიის - მოძრაობა დემოკრატიული სლოვაკეთისათვის ლიდერი. 1990-1998 წლებში ოთხჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ორჯერ (1993 და 1998 წწ.) იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

ვლადიმირ მეჩიარი
ვლადიმირ მეჩიარი
სლოვაკეთის სოციალისტური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ივნისი, 1990 – 6 მაისი, 1991
წინამორბედიმილან ჩიჩი
მემკვიდრეიან ჩარნოგურსკი

სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ივნისი, 1992 – 31 დეკემბერი, 1992
წინამორბედიიან ჩარნოგურსკი
მემკვიდრეთვითონ, როგორც დამოუკიდებელი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1993 – 14 მარტი, 1994
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეიოზეფ მორავჩიკი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 დეკემბერი, 1994 – 29 ოქტომბერი, 1998
წინამორბედიიოზეფ მორავჩიკი
მემკვიდრემიკულაშ ძურინდა

დაბადებული26 ივლისი, 1942
ზვოლენი, სლოვაკეთი
განათლებაკომენსკის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი

1999 და 2004 წლებში იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა მეორე ტურში, ჯერ რუდოლფ შუსტერთან, ხოლო შემდეგ ივან გაშპაროვიჩთან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება