ვლადიმერ ფოკი

რუსი ფიზიკოსი

ვლადიმერ ფოკი (რუს. Влади́мир Алекса́ндрович Фок; დ. 22 დეკემბერი, 1898, სანქტ-პეტერბურგი — გ. 27 დეკემბერი, 1974, ლენინგრადი) — საბჭოთა თეორიტიკოს-ფიზიკოსი.

ვლადიმერ ფოკი
რუს. Владимир Александрович Фок
დაბ. თარიღი 22 დეკემბერი, 1898(1898-12-22)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[6] [7] [8] [9]
გარდ. თარიღი 27 დეკემბერი, 1974(1974-12-27)[6] [10] [11] [12] [1] [2] [3] [4] (76 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი, სსრკ[6] [8] [13] [14]
დასაფლავებულია კომაროვოს სასაფლაო[15] [16]
მოქალაქეობა  რუსეთი[17] [18] [19]
 სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი[20] [21] [22] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი სახელმწიფო ოპტიკური ინსტიტუტი, იოფეს ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] , ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი, სახელმწიფო ოპტიკური ინსტიტუტი და ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი[1]
განთქმული მოსწავლეები Aleksandr Aleksandrov, Fiodar Fiodaraŭ, Q4350519?, Yuri Yappa და Olga Bazilevskaya
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მამა Alexander Alexandrovich Fock
ჯილდოები სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“, ჰელმჰოლცის მედალი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ლენინური პრემია, Mendeleev Medal, Lobachevsky Prize, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი და Medal "In Commemoration of the 250th Anniversary of Leningrad"

ბიოგრაფია რედაქტირება

საბჭოთა თეორიტიკოს-ფიზიკოსი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ფიკო დაიბადა 1898 წლის 22 დეკემბერს, მეტყევე ინჟინრის ოჯახში. მის მამას მრავალი შრომა ჰქონდა გამოქვეყნებული მეტყევეობის საკითხებზე, მათ შორის „ნარკვევები კავკასიის ტყეების შესახებ“. 1916 წელს ფოკმა დაასრულა პეტროგრადის საშუალო სასწავლებელი და იმავე წელს შევიდა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. რამდენიმე თვის შემდეგ ნებაყოფლობით გამოვიდა უნივერსიტეტიდან და ჩირიცხა პეტროგრადის საარტილერიო სასწავლებელში. აქ მოკლევადიანი კურსის გავლის შემდეგ ფოკი ფრონტზე გაგზავნეს, საიდანაც დაბრუნდა 1918 წელს. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობას იწყებს ლაბორანტად ოპტიკურ ინსტიტუში აკადემიკოს დ. როჟდესტვენსკისთან და პარალელურად სწავლობს უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1922 წელს ფოკმა დაამთავრა უნივერსიტეტის ფიზიკის განყოფილება. ამ დროს იგი უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერი იყო: გარკვეული ჰქონდა სამეცნიერო მიმართულება მომავალი მუშაობისათვის და დაწერილიც ჰქონდა ორი შრომა — ერთი კვანტურ თეორიაში, მეორე - მათმატიკურ ფიზიკაში. ფოკის მეცნიერული ინტერესი დღემდე ამ ორი დარგით და ფარდობითობის თეორიით შემოიფარგლა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ფოკი დატოვეს ასპირანტად. მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო, მაგრამ იგი პეტროგრადის (ლენინგრადის) უნივერსიტეტს არ გაჰყრია. ფოკის სამეცნიერო მოღვაწეობის გარიჟრაჟზე წარმოიშვა ფიზიკის ერთი მეტად მნიშვნელოვანი დარგი - კვანტური მექანიკა, ფოკი ამ ახალი ფიზიკის განვითარებაში ჩაება. იგი საბჭოთა ფიზიკოსებს შორის ერთ-ერთი პიონერია კვანტური მექანიკის დარგში. 1927 წელს ფოკი გეტინგენსა და პარიზს მიავლინეს ერთი წლით.იქიდან დაბრუნებულმა ლენინგრადის უნივერსიტეტში კვანტური მექანიკის კურსის წაკითხვა დაიწყო. 1932 წელს გამოსცა სახელმძღვანელო რუსულ ენაზე კვანტურ მექანიკაში. 1934-1935 სასწავლო წელს ქართველი ასპირანტებისათვის პირველი კურსი კვანტურ მექანიკაში დოცენტმა მ. მირიანაშვილმა წაიკითხა. 1932 წელს ფოკი აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და ლენინგრადის უნივერსიტეტის პროფესორად. სხვადასხვა დროს იგი შეთავსებით მუშაობდა: ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, ოპტიკურ ინსტიტუტში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში.

ვლადიმერ ფოკის შრომები რედაქტირება

რთული ატომების აღნაგობის კვანტური თეორიის დამუშავებისათვის ფოკს 1937 წელს მენდელეევის სახელობის პრემია მიენიჭა, 1937 წელს ლობაჩცევსკის იდეებთან დაკავშირებულ თეორიული ფიზიკის შრომებისათვის ყაზანის ფიზიკა-მათემატიკის საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს. 1939 წელს ფოკი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1945-1945 წლების სამამულო ომის დასაწყისში ფოკი თავდაცვითი ხასიათის სამუშაოს ეწეოდა. შემდეგ იგი ევაკუირებულ იქნა ჯერ ელაბუგაში, ხოლო 1943-1946 წლებში — მოსკოვში. 1946 წელს ფოკი ლენინგრადს დაუბრუნდა. 1943-1946 წლებში შესრულებულ რიგ სამუშაოთა საფუძველზე, რაც ელექტრომაგნიტურ ტალღათა გავრცელებას შეეხებოდა, ფოკს პირველი ხარისხის სახელმწიფო პრემია მიანიჭეს. 1945-1953 წლებში ფოკი დააჯილდოეს ოჯერ ლენინის ორდენითა და ერთხელ შრომის წითელი დროშის ორდენით. მათემატიკურ ფიზიკაში შექმნილ შრომათაგან აღვნიშნავთ კიდევ ერთს — ნულოვანკუთხეებიანი ოთხკუთხედის კონფორმული გარდაქმნები ნახევარსიბრტყეზე. ფოკის ამ შრომამ გამოყენება ჰპოვა კაბელებში სითბური და ელექტრული ველის განსაზღვრის დროს. 1927 წელს ფოკმა დაამუშავა დიელექტრიკის ელექტრული გარღვევის სითბური თეორია; 1930 წელს — გამრუდებულ მავთულში სკინ-ეფექტის ამოცანა; 1933 წელს ქვეყნდება მისი მონოგრაფია კაროტაჟის თეორიის შესახებ. 1926 წელს ფოკმა გამოაქვეყნა შრედინგერის ტალღური განტოლება.

1930 წელს გამოდის ფოკის შრომათა ციკლი, რომელშიც ავტორი, გაცვლითი ეფექტების გათვალისწინებით, ქმნის თვითთანხმობადი ველის მეთოდს. ფარდობითობის თეორიის საკითხებზე მუშაობა ფოკმა 1939 წელს დაიწყო. მომდევნო შრომებში ფოკმა მიიღო აინშტაინის თორიის ფიზიკური აზრის ზოგადი დასკვნები. ფოკი არაერთხელ ყოფილა საქართველოში. უკანასკნელად იგი 1968 წლის სექტემბერში იყო, გრავიტაციის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის ორგკომიტეტს თავად მეთაურობდა.

ვლადიმერ ფოკი გარდაიცვალა 1974 წლის 27 დეკემბერს ლენინგრადში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 522-527

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  5. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  6. 6.0 6.1 6.2 Фок Владимир Александрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. http://www-history.mcs.st-and.ac.uk/BirthplaceMaps/St_Petersburg.html
  8. 8.0 8.1 http://link.springer.com/article/10.1007%2FBF01339281
  9. http://link.springer.com/article/10.1007%2FBF01330439
  10. http://www.chm.bris.ac.uk/pt/harvey/elstruct/biogs.html
  11. http://www-history.mcs.st-andrews.ac.uk/Biographies/Fock.html
  12. http://www.britannica.com/EBchecked/topic/1474954/Vladimir-Aleksandrovich-Fock
  13. http://link.springer.com/content/pdf/10.1007/978-94-011-5734-6_1.pdf
  14. http://link.springer.com/article/10.1007%2FBF01336904
  15. Find a Grave — 1996.
  16. https://ru_monuments.toolforge.org/wikivoyage.php?id=7802636000
  17. http://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/15363830802282409
  18. http://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/15363830600665474
  19. http://www.britannica.com/EBchecked/topic/256210/Hartree-method
  20. http://www.nationmaster.com/encyclopedia/List-of-Russians
  21. http://www.diva-portal.org/smash/get/diva2:306951/FULLTEXT01.pdf
  22. http://scitation.aip.org/content/aip/journal/jmp/30/9/10.1063/1.528214