ვლადიმერ რუბაშვილი

ვლადიმერ გრიგოლის ძე რუბაშვილი (დ. 2 დეკემბერი, 1940, თბილისი — გ. 2 თებერვალი, 1964, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1961).

ვლადიმერ რუბაშვილი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 2 დეკემბერი, 1940
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 2 თებერვალი, 1964
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 168 სმ
წონა 67 კგ
სპორტი
ქვეყანა სსრკ
სპორტი თავისუფალი ჭიდაობა
ჯილდოები მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ბიოგრაფია რედაქტირება

თბილისის 35-ე სპორტული სკოლის დამთავრების შემდეგ, 1959 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. მსოფლიოს ჩემპიონი (1961, იოკოჰამა, იაპონია). XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი) ბრინჯაოს მედლის მფლობელი.[1] საბჭოთა კავშირის სამგზის (1961, 1962, 1963) ჩემპიონი. გამოირჩეოდა ჭიდაობის აქტიური სტილით და უაღრესად თავისებური ტექნიკით. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და თვითმყოფადი მოჭიდავე.[2]

ტრაგიკულად დაიღუპა 1964 წლის 2 თებერვალს, ავტოკატასტროფის შედეგად.[3]

ძირითადი შედეგები რედაქტირება

დისციპლინა ადგილმდებარეობა წონითი კატეგორია ტურნირი ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა
 
იოკოჰამა, იაპონია
-67 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1961  
 
რომი, იტალია
-62 კგ ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960  

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
  2. დანელია, ვაჟა. (18 იანვარი, 2021) ლეგენდების კვალდაკვალ — ვლადიმერ რუბაშვილი. და მოგონებად დარჩა ტკივილი. lelo.ge. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
  3. ვლადიმერ რუბაშვილი. საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-07. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2022