ვლადიმერ რენგარტენი

ვლადიმერ პავლეს ძე რენგარტენი (რუს. Владимир Павлович Ренгартен; დ. 24 ივლისი [ ძვ. სტ. 12 ივლისი], 1882, ტაშკენტი — გ. 10 ივლისი, 1964, ლენინგრადი) — რუსი გეოლოგი და პალეონტოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1946).

ვლადიმერ რენგარტენი
დაბ. თარიღი 12 (24) ივლისი, 1882
დაბ. ადგილი ტაშკენტი[1]
გარდ. თარიღი 10 ივლისი, 1964(1964-07-10)[1] [2](81 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
მუშაობის ადგილი გეოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი სამთო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, სტალინური პრემია და რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია რედაქტირება

ვლადიმერ რენგარტენმა 1908 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი. 1908 წლიდან მუშაობდა გეოლოგიურ კომიტეტში, 1941 წლიდან აგრეთვე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური მეცნიერების ინსტიტუტში. 1947–1949 წლებში იყო ფ. ჩერნიშოვის სახელობის გეოლოგიური მუზეუმის დირექტორი. რენგარტენის ძირითადი შრომები ეხება კავკასიონის რეგიონული გეოლოგიის, განსაკუთრებით ტექტონიკის, სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის საკითხებს. რენგარტენი კავკასიის ტექტონიკური დარაიონების ერთ-ერთი სქემის ავტორია. დაამუშავა კავკასიონის ცარცული სისტემის ნალექების სტრატიგრაფიული სქემები, რომლებიც საფუძვლად დაედო ევრაზიის ცარცული სისტემის ნალექების კვლევას.

სსრკ სახელმწიფო პრემია (1948). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

თხზულებები რედაქტირება

  • Стратиграфия меловых и третичных отложений Восточного Приуралья, М., 1951;
  • Стратиграфия меловых отложений Малого Кавказа в книге: Региональная стратиграфия СССР, т. 6, М., 1959.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 354.
  • Луппов Н. П., Памяти Владимира Павловича Ренгартена, "Ежегодник Всесоюзного палеонтологического общества", 1965, т, 17.

სქოლიო რედაქტირება