ვლადიმერ ვორონინი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვორონინი .

ვლადიმერ ვორონინი (რუს. Влади́мир Воро́нин; დ. 25 მაისი 1941, კორჟოვა, მოლდავეთის სსრ) — მოლდოვის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. მოლდოვის მესამე პრეზიდენტი. პარლამენტმა ორჯერ აირჩია ამ პოსტზე: 2001 და 2005 წელს. მოლდოვის კომუნისტების პარტიის ლიდერი.

ვლადიმერ ვორონინი
Vladimir Voronin
Владимир Воронин
ვლადიმერ ვორონინი Vladimir Voronin Владимир Воронин
მოლდოვა
მოლდოვა
მოლდოვის მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 აპრილი, 2001 – 11 სექტემბერი, 2009
წინამორბედიპეტრე ლუჩინსკი
მემკვიდრემიხაი გიმპუ

დაბადებული25 მაისი, 1941
კორჟოვა, მოლდავეთის სსრ, სსრკ
ეროვნებარუსი
პოლიტიკური პარტიამკპ
მეუღლეტაისია მიხაილოვნა
შვილებიოლეგი და ვალენტინა

ბიოგრაფია რედაქტირება

ვლადიმერ ვორონინი დაიბადა 1941 წლის 25 მაისს, მოლდავეთის სსრ-ში, დუბოსარის რაიონის სოფელ კორჟოვაში. 1961 წელს დაამთავრა კიშინიოვის კოოპერატიული ტექნიკუმი. 1966-1971 წწ. მუშაობდა დუბოსარის პურის ქარხნის დირექტორად. 1971 წელს დაამთავრა საკავშირო ინსტიტუტის კვების მრეწველობის ფაკულტეტი. 1989-1990 წწ. ეკავა მოლდავეთის სსრ-ს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი.

მოლდოვის პრეზიდენტია 2001-2009 წწ. თანამდებობა დატოვა მოლდოვაში 2009 წლის ზაფხულში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შედეგად. 11 სექტემბერს თანამდებობის დატოვებისას განაცხადა:

 
„არ დაგიმალავთ, გულდამძიმებული გადავცემ ძალაუფლებას ახალ ხელმძღვანელებს. არ მინდა ტყუილის თქმა. არ მჯერა, ნეგატივიზმის საფუძველზე გაერთიანებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩირქს სცხებენ საკუთარ ქვეყანას და მაღალ თანამდებობებს ინაწილებენ, შესწევდეთ უნარი, საზოგადოებას დადებითი პროგრამა შესთავაზონ.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება