ვლადიმერ ვერნადსკი

რუსი მინერალოგი და კრისტალოგრაფი

ვლადიმერ ივანეს ძე ვერნადსკი (რუს. Вернадский, Владимир Иванович; დ. 12 მარტი [ ძვ. სტ. 28 თებერვალი] 1863, სანქტ-პეტერბურგი — გ. 6 იანვარი 1945, მოსკოვი) — რუსი[7] მინერალოგი და კრისტალოგრაფი. XIX-XX საუკუნეების ცნობილი ბუნებისმეტყველი და მოაზროვნე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1912). უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი (1919). ვლადიმერ ვერნადსკი გეოქიმიის, ბიოგეოქიმიის, რადიოგეოლოგიისა და ბიოსფეროს მოძღვრების ფუძემდებელია.

ვლადიმერ ვერნადსკი
რუს. Влади́мир Ива́нович Верна́дский
უკრ. Володи́мир Іва́нович Верна́дський
რუს. Владиміръ Ивановичъ Вернадскій
დაბ. თარიღი 28 თებერვალი (12 მარტი), 1863[1]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
გარდ. თარიღი 6 იანვარი, 1945(1945-01-06)[2] [1] [3] [4] [5](81 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
ეროვნება უკრაინელები[6]
საქმიანობა ფილოსოფოსი, გეოლოგი[5] , ბიოლოგი, biogeochemist, ქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ecologist, geochemist, მინერალოგი და მასწავლებელი[5]
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი, მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი, ტავრიდის უნივერსიტეტი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ალექსანდრე ფერსმანი, ბენიამინ ზილბერმინცი და ბრუნო ბრუნოვსკი
სამეცნიერო ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი და doctor
მეუღლე Q110364095?
მამა ივანე ვერნადსკი
დედა Anna Petrovna
შვილ(ებ)ი გიორგი ვარნადსკი და Nina Volodymyrivna Vernadska
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი და სტალინური პრემია
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ვლადიმერ ვერნადსკი მრავალი სამეცნიერო დაწესებულების ორგანიზატორია. 1885 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1890 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის მინერალოგიის პრივატ-დოცენტი; 1898–1911 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი; 1914 წლიდან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმის დირექტორი; 1922–1939 წლებში მის მიერ დაარსებული სახელმწიფო რადიუმის ინსტიტუტის დირექტორი; 1927 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში ჩამოაყალიბა ცოცხალი ნივთიერების განყოფილება, რომელიც 1929 წელს ბიოგეოქიმიის ლაბორატორიად გადაკეთდა (დირექტორი იყო 1945 წლამდე), რომლის ბაზაზე შემდეგ ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტი შეიქმნა.

1937 წელს ვერნადსკის ინიციატივით დაარსდა რადიოაქტიური მეთოდით ქანების ასაკის განმსაზვრელი საერთაშორისო კომისია. ვერნადსკი მუშაობდა პარიზში (სორბონში, მ. კიური-სკლოდოვსკაიას რადიუმის ინსტიტუტში), პრაღაში (კარლის უნივერსიტეტი) და სხვა.

ვლადიმერ ვერნადსკიმ წამოაყენა უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული პრობლემები: ალუმინსილიკატების აგებულებისა, იშვიათი და გაფანტული ელემენტების გეოქიმიური, რადიოაქტიური ელემენტების ძებნისა, ორგანიზმების როლის შესახებ გეოქიმიურ პროცებში, ქანების აბსოლუტური ასაკის განსაზღვრისა და სხვ. მასვე ეკუთვნის მინერალების წარმოშობის ახალი ევოლუციური თეორია (გენეტიკური მინერალოგია).

ვერნადსკის წარმოდგენა პარაგენეზისზე და იზომორფულ რიგებზე საფუძვლად დაედო სასარგებლო წიაღისეულის ძებნის ერთ-ერთ მეთოდს. იკვლევდა ასევე დედამიწის ქერქის, ოკეანისა და ატმოსფეროს ქიმიურ შედგენილობას. 1910 წლიდან ვერნადსკი აწარმოებდა რადიოაქტიური მინერალების საბადოების ძებნასა და ქიმიურად იკვლევდა მათში რადიუმისა და ურანის შემცველობას. ვლადიმერ ვერნადსკის სკოლის წარმომადგენლები არიან ცნობილი მკვლევარები: ალექსანდრე ფერსმანი (1883–1945), დიმიტრი შჩერბაკოვი (1893–1966), ალექსანდრე ვინოგრადოვი (1895–1975), ვიტალი ხლოპინი (1890–1950), ალექსანდრე თვალჭრელიძე (1881–1957) და სხვა. ვერნადსკი იყო ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის (1926) და საფრანგეთის ინსტიტუტის მეცნიერებათა აკადემიის (1928) წევრი.

მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ვლადიმერ ვერნადსკის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1943). დაჯილდოებულია ასევე შრომის წითელი დროშის ორდენით.1945 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია ვერნადსკის სახელობის ორ-ორი სტიპენდია. 1943 წლიდან კი ყოფილ სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში ფულადი პრემია და 1963 წლიდან — ოქროს მედალი.

თხზულებები რედაქტირება

  • О группе силлиманита и роли глинозема в силикатах, М., 1891;
  • Очерки и речи. 1—11, П., 1922; La Geochimie, P., 1924;
  • Биосфера, т. 1—2, Л., 1926;
  • Проблемы биогеохимии, ч. 1—2, 4, М. — Л., 1934—1940;
  • Избр. соч., т. 1—5, М., 1954-60;
  • Химическое строение биосферы Земли и ее окружения, М., 1965.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 372-373.
  • Академику В. И. Вернадскому к пятидесятилетию научной и педагогической деятельности, т. 1—2, Л. — М., 1936;
  • Ферсман А. Е., Жизненный путь академика Владимира Ивановича Вернадского (1863—1945), 1946;
  • Виноградов А, П., В. И. Вернадский и геохимия редких элементов, М. — Л., 1947;
  • Мочалов И. И., В. И. Вернадский — человек и мыслитель, М., 1970.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Виноградов А. П. Вернадский Владимир Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 4 : Брасос — Веш. — С. 536–537.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  4. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 5.2 The Fine Art Archive — 2003.
  6. https://en.wikipedia.org/wiki/Ukrainians
  7. ვლადიმერ ვერნადსკი და მისი ეროვნების საკითხი