ვიწე (თურქ. Fındıklı; ლაზურად: ვიწე / Vi3'e) — ქალაქი თურქეთში, რიზეს პროვინციაში. ფინდიქლის რაიონის ცენტრი.[1] მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ვიწეს ფართობია 409 კმ², მოსახლეობა — 10 886 (2021).[2] ვიწეში ძირითადად ლაზები ცხოვრობენ. ეს ერთ-ერთი დიდი ლაზური ქალაქია თურქეთის ტერიტორიაზე. პირველი მსოფლიო ომის დროს ვიწეში შეიქმნა ქართული ლეგიონი[3]

ქალაქი
ვიწე
ვიწე/Vi3'e;
Fındıklı

ვიწე
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია რიზე
კოორდინატები 41°08′00″ ჩ. გ. 41°01′00″ ა. გ. / 41.13333° ჩ. გ. 41.01667° ა. გ. / 41.13333; 41.01667
მერი ერჯუმენთ შაჰინ ჩერვათოღლუ
ადრეული სახელები ნაგები, რუვისთავი.
ფართობი 409 კმ²
მოსახლეობა 10 886 კაცი (2021)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები, თურქები
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 53700
საფოსტო ინდექსი 53
ვიწე — თურქეთი
ვიწე

ეტიმოლოგია რედაქტირება

ვიწე არის ლაზური სიტყვა და ქართულად ნიშნავს ტოტს, განშტოებას. ქალაქის მეორე, უფრო გავრცელებული თურქული სახელია ფინდიქლი.

სქოლიო რედაქტირება

  1. İlçe Belediyesi, Turkey Civil Administration Departments Inventory. Retrieved 30 January 2023.
  2. Address-based population registration system (ADNKS) results dated 31 December 2021 tr (XLS). TÜİK. ციტირების თარიღი: 30 January 2023
  3. ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“, თბილისი: „მეცნიერებება“, 2002. — გვ. 248-249, ISBN 99928-962-0-5.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიწე&oldid=4511318“-დან