ვიქტორ ჰესი (გერმ. Victor Franz Hess) (დ. 24 ივნისი, 1883, ავსტრია — გ. 17 დეკემბერი, 1964, ნიუ-იორკი) — ავსტრიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში კოსმოსური სხივების აღმოჩენისათვის[11].

ვიქტორ ჰესი
გერმ. Victor Franz Hess
დაბ. თარიღი 24 ივნისი, 1883(1883-06-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი Schloss Waldstein, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდ. თარიღი 17 დეკემბერი, 1964(1964-12-17)[8] [1] [2] [3] [4] [5] [7] (81 წლის)
გარდ. ადგილი მაუნტ-ვერნონი[8]
მოქალაქეობა აშშ
 ავსტრია
საქმიანობა ფიზიკოსი, პროფესორი და მკვლევარი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი, ინსბრუკის უნივერსიტეტი, გრაცის უნივერსიტეტი და ფორდჰემის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი გრაცის უნივერსიტეტი
მეუღლე Marie Bertha Warner Breisky და Elizabeth M. Hoenke
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[9] [10] , ლიბენის პრემია, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი და ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“

ბიოგრაფია რედაქტირება

ვიქტორ ფრანც ჰესი დაიბადა 1883 წლის 24 ივნისს ავსტრიაში, შტორია ვალდშტაინის ციხე-კოშკში, მეტყევის ოჯახში. ჰესმა დაწყებითი განათლება ქალაქ გრაცის ჰუმანიტარულ გიმნაზიაში მიიღო, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. 1901-1905 წლებში მათემატიკისა და ფიზიკის დასაუფლებლად იგი სწავლობდა გრაცის უნივერსიტეტში, სადაც 1906 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. ორი წლის შემდეგ ჰესი გრაცის უნივერსიტეტში ახლად შექმნილ რადიუმის კვლევით ინსტიტუტში დაინიშნა ასისტენტად, ხოლო 1911 წელს იგი გახდა პროფესორი.

მოღვაწეობა რედაქტირება

ჰესი გრაციაში მუშაობის პერიოდში ძირითადად იკვლევდა რადიოაქტივობის მოვლენას. კერძოდ ამ უნივერსიტეტში შეისწავლებოდა ატმოსფეროს იონიზაციის საკითხები. ამ თემის შესწავლისას ჰესს აინტერესებდა თუ რა იწვევდა ატმოსფეროში ელექტრონების წარმოქმნას, ესეიგი რომელი გამოსხივება იწვევდა მათ გამოჩენას. მან კვლევის პროცესში შენიშნა, რომ ეს უცნობი გამოსხივება მოქმედებდა მარტივ საიონიზაციო ხელსაწყოებზე, მაგალითად, ჩვეულებრივ კონდენსატორზე.

ჰესმა შემდგომში დაადგინა, რომ ატმოსფეროს იონიზაციის მიზეზი დედამიწის გამა-გამოსხივებაა, მაგრამ საკითხი მაინც ბოლომდე ვერ გადაწყდა. 1911 წელს მან დაწვრილებით შეამოწმა გამა-გამოსხივების შთანთქმის ხასიათი დედამიწის ზედაპირზე და რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე გამა-გამოსხივების წყაროს გამოყენების საშუალებით. 1911-1912 წლებში განახორციელა ათი ძნელი ასვლა საჰაერო ბურთით, რომლის დროსაც შეასრულა დაკვირვებები გაუმჯობესებული ხელსაწყოების საშუალებით სხვადასხვა სიმაღლეზე. იგი ავიდა 5350 მეტრის სიმაღლეზე და საბოლოოდ უცნაური შედეგებიც მიიღო. მან დაადგინა რომ ზღვის დონიდან 150 მეტრის სიმაღლემდე იონიზაციის ხარისხი მცირდება, ხოლო დიდ სიმაღლეებზე გამოსხივების ინტენსივობა იზრდება და ცვლილების იგივე კანონს ექვემდებარება მხოლოდ ზევიდან წამოსული გამოსხივების შემთხვევაში. გარდა ამ შედეგებისა ჰესმა დაადგინა, რომ 5000 მეტრ სიმაღლეზე აღმოჩენილი გამოსხივება რამდენჯერმე უფრო ძლიერია ვიდრე ზღვის დონეზე. 1913 წელს ეს შედეგები დაადასტურა გერმანელმა ფიზიკოსმა ვილჰელმ კოლჰოსტერმა.

1913 წელს ჰესმა პირადად მოაწყო მეტეოროლოგიური სადგური 2141 მეტრის სიმაღლეზე, ავსტრიაში, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ამ კვლევას ხელი შეუშალა.

1920 წელს ჰესი დაინიშნა გრაცის უნივერსიტეტის პროფესორად, მაგრმა მან ეს საქმიანობა მელევე დატოვა და 1922 წელს რადიუმის კორპორაციის მიწვევით გაემგზავრა აშშ-ში. აშშ-ში მან მუშაობა ამავე ორგანიზაციის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორად დაიწყო, ნიუ-იორკში. თუმცა ჰესი 1 წლის შემდეგ კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. 1927 წელს ჰესმა დაიწყო კოსმოსური სხივების შემდგომი შესწავლა ავსტრიის ალპებში და კუნძულ ჰელბოლანდზე სხვადასხვა ადგილას. 1938 წელს იგი კვლავ აშშ-ში გაემგზავრა და დაიკავა ჰორდჰამის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა. იგი სიცოცხლის ბოლომდე სწორედ ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.

ვიქტორ ჰესს კოსმოსური სხივების აღმოჩენამ მრავალი საპატიო წოდება მოუტანა. ჰესი იყო ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ასევე ერნესტ აბეს ჯილდოს მფლობელი. თუმცა მისთვის ყველაზე საპატიო ჯილდო მაინც ნობელის პრემია იყო ფიზიკის დარგში, რომელიც მიიღო 1936 წელს ანდერსონთან ერთად. სიმბოლურ ხასითს ატარებდა ამ ორი ფიზიკოსისათვის ნობელის პრემიის ერთად მინიჭება.

ჰესი გარდაიცვალა 1964 წლის 17 დეკემბერს ნიუ-იორკში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 217-221, თბ., 1980.
  • П. С. Кудрявцев, История физики, т. 111, М., 1971.
  • Dictionary of Scientific Biography. Volume XI, New York, 1972.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. 8.0 8.1 Гесс Виктор Франц // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. The Nobel Prize in Physics 1936Nobel Foundation.
  10. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  11. "Victor F. Hess, Physicist, Dies. Shared the Nobel Prize in 1936. Was Early Experimenter on Conductivity of Air. Taught at Fordham Till 1958"New York Times. December 19, 1964. Retrieved 2012-09-30. ... under his supervision, the United States Radium Corporation in New Jersey. ... Dr. Hess married Marie Bertha Warner Breisky in 1920; she died in 1955. ...