ვიქტორ გოდლევსკი

პოლონელი ზოოლოგი

ვიქტორ გოდლევსკი (პოლ. Wiktor Godlewski; რუს. Годлевский, Виктор Александрович; დ. 30 დეკემბერი, 1833 — გ. 17 ნოემბერი, 1900) — პოლონელი ზოოლოგი, 1863 წლის პოლონეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების მონაწილე. 1865 წელს გადაასახლეს იმიერბაიკალეთში, სადაც კატორღა მიესაჯა. 1867 წელს ბენედიქტ დიბოვსკისთან ერთად ამურიდან ქალაქ ირკუტსკში გადავიდა. საბოლოოდ დასახლდნენ ბაიკალის ტბის სამხრეთ სანაპიროსთან, სოფელ კულუტკში, სადაც მოგვიანებით ჩაატარეს ბაიკალის სიღრმეების პირველი გეგმაზომიერი გამოკვლევები. ტბაზე გამოკვლევითი სამუშაოები ძირითადად ზამთრის თვეებში მიმდინარეობდა. მათი ძალისხმევით შესწავლილი იქნა აღმოსავლეთი ციმბირის ფაუნა; აგროვებდნენ სამკურნალო მცენარეებს. გოდლევსკიმ 1868 წელს დატოვა იმიერბაიკალეთი რათა შეესწავლა შორეული აღმოსავლეთი და მდინარე ამური. 1876 წელს დიბოვსკისთან ერთად დაბრუნდა ქალაქ ირკუტსკში, კვლავ აგრძელებდა მუშაობას ბაიკალის ტბაზე. იმავე წლის გაზაფხულზე მოინახულა ხუბსუგულის ტბა.

ვიქტორ გოდლევსკი
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1833(1833-12-30)
დაბ. ადგილი Q97178867?
გარდ. თარიღი 17 ნოემბერი, 1900(1900-11-17) (66 წლის)
გარდ. ადგილი Smolechy
მოქალაქეობა პოლონეთის სამეფო
საქმიანობა ზოოლოგი, ბოტანიკოსი და ორნიტოლოგი
ხელმოწერა

1876 წელს მკვლევრები დაბრუნდნენ პოლონეთში. ვიქტორ გოდლევსკის სახელობისაა ფრინველი გოდლევკსის მწყერჩიტა (ლათ. Anthus godlewskii). გარდაიცვალა 1900 წელს მუცლის ტიფით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Тимофеева М. Ю. Рыцари науки // Заб. рабочий. — 1975. — 31 июля.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება