ვიქტორია კომოვა (რუს. Виктория Александровна Комова; დ. 30 იანვარი, 1995) — რუსი სპორტული ტანმოვარჯიშე. ორგზის ოლიმპიური მედალოსანი: „all-around“ ღონისძიებასა და გუნდურ ჩათვლაში 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი. ასევე, 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული „uneven bars“ ღონისძიებაში და „all-around“ ღონისძიების ვერცხლის მედალოსანი, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული „uneven bars“ ღონისძიებაში. უმცროსთა შორის 2010 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების „all-around“, „uneven bars“ და „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებების ჩემპიონი და „floor exercise“ ღონისძიების ბრინჯაოს მედალოსანი.

ვიქტორია კომოვა

კომოვა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე
სრული სახელი ვიქტორია ალექსანდრეს ასული კომოვა
მეტსახელ (ებ) ი ვიკა
ქვეყანა (სპორტი) დროშა: რუსეთი რუსეთი
დაიბადა 30 იანვარი, 1995 (1995-01-30) (29 წლის)
ვორონეჟი, რუსეთი
საცხოვრებელი ადგილი ვორონეჟი, რუსეთი
სიმაღლე 1,62 მ.[1]
წონა 48 კგ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური
გუნდი დინამოს სპორტული კლუბი
მწვრთნელ(ებ)ი გენადი ილფიმოვი
ასისტენტი მწვრთნელ(ებ)ი ოლგა ბულგაკოვა
ქორეოგრაფი ნადეჟდა სეზინა
მუსიკა 2014-15: Fanatico

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ვიქტორია კომოვა ვორონეჟში დაიბადა, ვერა კოლეშნიკოვასა და ალექსანდრე კომოვის ოჯახში. დედამისი 1986 წლის კეთილდღეობის თამაშების „all-around“ ღონისძიების გამარჯვებულია, მამაც ტანმოვარჯიშეა.[2] ჰყავს უფროსი ძმა — ალექსანდრე (მეტსახელად საშა).[3]

უმცროსთა შორის კარიერა რედაქტირება

კომოვამ ტანვარჯიშში ვარჯიში 4 წლის ასაკიდან დაიწყო. პირველი სამი წლის განმავლობაში დედამისი წვრთნიდა, შვიდი წლის ასაკიდან კი მისი მწვრთვნელი გენადი იელფიმოვი გახდა. „ახლა ტანვარჯიში ჩემი ცხოვრებაა“, — განაცხადა კომოვამ 2010 წელს, — „მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.“[2]

2010 რედაქტირება

აპრილის ბოლოს კომოვა ბირმინგემში, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ ქალთა სპორტული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა. 57,050 ქულით ის გუნდს პირველ ადგილზე გასვლაში დაეხმარა. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი „all-around“ და „ბჯენითი რბენები“ (14,425) ღონისძიებები მოიგო, „balance beam“ (14,625) ღონისძიებაში კი მეორე ადგილი დაიკავა.[4]

აგვისტოში კომოვა სინგაპურში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდა. შეჯიბრების დაწყებამდე ვიქტორიამ განაცხადა: „ძალიან დიდი პაუხისმგებლობაა, შეჯიბრზე ერთადერთ რუს ტანმოვარჯიშედ ყოფნა. საკმაოდ დიდი წნეხია ჩემს მხრებზე, რადგან ევროპის ჩემპიონატი მოვიგე უმცროსთა შორის. იმედი მაქვს, რომელიმე ღონისძიებაში მედალს მოვიპოვებ და იმედია, ის ოქრო იქნება.“[2] 61.250 ქულით კომოვამ „all-around“ ღონისძიებაში გაიმარჯვა.[5] ოქროს მედლები მოიპოვა „ბჯენითი რბენები“ (15,132) და „uneven bars“ (14,525) ღონისძიებებშიც, „floor exercise“ (14,175) ღონისძიებაში კი — ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი „balance beam“ ღონისძიებაში ჰქონდა — 12,000 ქულა (მეშვიდე ადგილი).[6][7]

ნოემბერში ვიქტორიამ კალიარში გამართულ იტალიის გრან პრიზე იასპარეზა. ტანმოვარჯიშემ „uneven bars“ ღონისძიებაში ოქროს (15,500), ხოლო „balance beam“ ღონისძიებაში ვერცხლის (14,600) მედალი მოიპოვა.[8]

დეკემბერში კომოვამ დარბაზში სეირნობის დროს კოჭი დაიზიანა.[9] წლის ბოლოს მან ტანვარჯიშის საერთაშორისო გაზეთს განუცხადა: „2010 წელს საუკეთესო წამი ჩემი დაბადების დღის საჩუქარი იყო — ში ცუს სახეობის ლეკვი (კიტია). და რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატიდან და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდანაც ძალიან სასიამოვნო და მხიარული მოგონებები დამრჩა. ახალი წელი ჩვენი ოჯახისთვის არდადეგებია და ჩვენ მას ყოველთვის სახლში აღვნიშნავთ. თანაც ყველას გვიყვარს პიცა, დედაჩემი კი მას ძალიან გემრიელს ამზადებს. ახალი წლის შესახვედრად სხვადასხვა სახის სალათის, ხორცის კერძებისა თუ მსუბუქი კერძების მომზადებაში ჩვენც ვეხმარებით. შუაღამისას, ტრადიციისამებრ შამპანურს ვხსნით, ერთმანეთს ახალ წელს ვულოცავთ, საჩუქრებს ვჩუქნით და ფოიერვერკებს ვუყურებთ. შემდეგ მეზობლებთან ერთად ვიკრიბებით და ვხალისობთ. ძალიან მინდა, ახალი წლისთვის სწრაფად გამოვჯანმრთელდე და რუსეთის ჩემპიონატისთვის მოვემზადო, რათა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზო, ისევე, როგორც სკოლის გამოცდები ჩავაბარო.”[3]

უფროსთა შორის კარიერა რედაქტირება

2011 რედაქტირება

თებერვალში რუსეთის ჩემპიონატზე კომოვამ ტერფი კიდევ ერთხელ დაიზიანა.[10] მაისში მყესების გასამთელებლად კომოვას გერმანიაში მარჯვენა ტერფზე ანთროსკოპიული ოპერაცია ჩაუტარდა.[10] ივლისიდან ის ვარჯიშსს დაუბრუნდა.[10]

აგვისტოში ეკატერინბურგში ჩატარებულ რუსეთის თასზე „all-around“ ღონისძიებასი 58,875 ქულით კომოვამ მეორე ადგილი დიაკავა.[11] ინდივიდუალურ ჩათვლაში მან ორი ოქროს მედალი მოიპოვა: „uneven bars“ (15.875), „balance beam“ (15.525).[12][13]

შეჯიბრებების ისტორია რედაქტირება

წელი ღონისძიება Team all-around „ბჯენითი რბენები“ uneven bars balance beam floor exercise
2007 ვორონინის თასი (უმცროსთა შორის) 1  1 
2008 WOGA კლასიკური ჩემპიონატი  
წყნარი ოკეანის ჩემპიონატი (უმცროსთა შორის) 6   8 4 4 7
მასილიას თასი 11 7
ვორონინის თასი (უმცროსთა შორის) 1  1  2  1 
2009 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფესტივალი 1  1    1  1  6
იაპონიის საერთაშორისო ჩემპიონატი უმცროსთა შორის 1  2  1  1   
ვორონინის თასი (უმცროსთა შორის) 1  1  1 
2010 ეროვნული ჩემპიონატი 1  2 
ევროპის ჩემპიონატი (უმცროსთა შორის) 1  1  1  2  1 
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 1  1  1  7  
იტალიის გრან პრი 1  2 
2011 ეროვნული ჩემპიონატი 1    4
რუსეთის თასი 2  1  1 
გენტის მსოფლიო თასი 1  5
დინამოს საერთაშორისო ჩემპიონატი 1  1  1  5
მსოფლიო ჩემპიონატი 2  2  1  8 WD
მასილიას თასი 1  1  1  2 
იტალიის გრან პრი 1  1 
ვორონინის თასი 1  1  1  1 
2012 შვეიცარია vs. დიდი ბრიტანეთი vs. რუსეთი 1 
ევროპის ჩემპიონატი 2  1  6
რუსეთის თასი 1  1  2  1  2 
ოლიმპიური თამაშები 2  2  5 8
2013 მონაწილეობა არ მიუღია
2014 ეროვნული ჩემპიონატი 1  8
რუსეთის თასი   1 
KSI თასი (უფროსთა შორის) 1  1  1  2 
2015 ეროვნული ჩემპიონატი 1  5 5
ევროპის ჩემპიონატი 1 
რუსუდან სიხარულიძის ტურნირი 1 
რუსეთის თასი 2  7
მსოფლიო ჩემპიონატი 4 1  4
ტოიოტას საერთაშორისო თასი 7 1 
2016 მონაწილეობა არ მიუღია
2017 ვორონინის თასი 2 
2018 DTB Pokal გუნდური გამოწვევის თასი
წელი ღონისძიება ადგილმდებარეობა ღონისძიება საფინალო ადგილი საფინალო ქულა საკვალიფიკაციო ადგილი საკვალიფიკაციო ქულა
2010 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სინგაპური All-Around 1 61,250 1 61,000
„ბჯენითი რბენები“ 1 15,312 1 15,400
Uneven Bars 1 14,525 1 15,600
Balance Beam 7 12,000 2 15,150
Floor Exercise 3 14,175 1 14,550
2011 მსოფლიო ჩემპიონატი ტოკიო Team 2 175,329 2 231,062
All-Around 2 59,349 1 60,157
Uneven Bars 1 15,500 1 15,733
Balance Beam 8 13,766 1 15,400
Floor Exercise WD 5 14,491
2012 ევროპის ჩემპიონატი ბრიუსელი Team 2 175,536 2 172,562
Uneven Bars 1 15,666 1 15,508
Balance Beam 6 13,100 3 14,916
ოლიმპიური თამაშები ლონდონი Team 2 178,530 2 180,429
All-Around 2 61,973 1 60,632
Uneven Bars 5 15,666 3 15,833
Balance Beam 8 13,166 2 15,266
Floor Exercise 28 13,900
2015 ევროპის თამაშები ბაქო Team 1 116.897
All-Around 3 56,965
Uneven Bars 4 14,866
Balance Beam 4 14,233
Floor Exercise 15 13,300
მსოფლიო ჩემპიონატი გლაზგო Team 4 171,964 2 231,437
Uneven Bars 1 15,366 2 15,300
Balance Beam 4 13,933 4 14,533

ინტერნეტ რესურსები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://rewritingrussiangymnastics.blogspot.tw/2015/06/viktoria-komova-i-will-be-ready-for-rio.html
  2. 2.0 2.1 2.2 2010 Singapore Youth Olympic Games : News. Singapore2010.sportcentric.com (2010-08-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2013. ციტირების თარიღი: 2012-08-13.
  3. 3.0 3.1 International Gymnast Magazine Online - Komova: Puppy 'Kutya' Highlight of Record 2010. Intlgymnast.com (30 December 2010). ციტირების თარიღი: 4 July 2012.
  4. 2010 European Gymnastics Championships Results (PDF). European Union of Gymnastics (2 May 2010).
  5. Singapore 2010 Youth Olympic Games Artistic Gymnastics Women's All Around Final Results (PDF). Fédération Internationale de Gymnastique (19 August 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2013.
  6. Singapore 2010 Youth Olympic Games Artistic Gymnastics Women's Vault and Uneven Bars Finals Results (PDF). Fédération Internationale de Gymnastique (21 August 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2013.
  7. Singapore 2010 Youth Olympic Games Artistic Gymnastics Vault and Balance Beam Finals Results (PDF). Fédération Internationale de Gymnastique (22 August 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2013.
  8. International Gymnast Magazine Online - Mustafina, Komova 'Show Off' in Sardinia. Intlgymnast.com (13 November 2010). ციტირების თარიღი: 4 July 2012.
  9. International Gymnast Magazine Online - Komova Out of Voronin Cup with Sprained Foot. Intlgymnast.com (15 December 2010). ციტირების თარიღი: 4 July 2012.
  10. 10.0 10.1 10.2 International Gymnast Magazine Online - Komova Resumes Training; Mustafina Still in 'Dreary' Rehab Phase. Intlgymnast.com (13 July 2011). ციტირების თარიღი: 4 July 2012.
  11. International Gymnast Magazine Online - Dementyeva Tops Komova at Russian Cup. Intlgymnast.com (2011-08-18). ციტირების თარიღი: 2012-08-03.
  12. International Gymnast Magazine Online - Komova Caps Comeback with Russian Cup Gold. Intlgymnast.com (2011-08-20). ციტირების თარიღი: 2012-08-03.
  13. International Gymnast Magazine Online - Komova, Garibov Golden Again at Russian Cup. Intlgymnast.com (2011-08-21). ციტირების თარიღი: 2012-08-03.