ვიტი-ლევუ (ინგლ. Viti Levu) — ფიჯის რესპუბლიკის ყველაზე დიდი კუნძული, რომელიც მდებარეობს ვიტი-ლევუს კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. ვიტი-ლევუზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი სუვა, ამ კუნძულზე ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 70 % (დაახლოებით 600 000 ადამიანი). მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნება ინდო-ფიჯელებს. ადმინისტრაციულად კუნძული იყოფა ორ ოლქად: დასავლეთის ოლქი და ცენტრალური ოლქი, ეს ოლქები აგრეთვე იყოფიან პროვინციებად.

ვიტი-ლევუ
მშობ. სახელი: ინგლ. Viti Levu
გეოგრაფია
17°48′ ს. გ. 178°00′ ა. გ. / 17.800° ს. გ. 178.000° ა. გ. / -17.800; 178.000
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 10 388 კმ²
სიგრძე 146 კმ
სიგანე 106 კმ
უმაღლესი წერტილი 1324 მ
ტომანიივის მთა
ოლქი ცენტრალური ოლქი და დასავლეთის ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა 580 000 (1996)
სიმჭიდროვე 55,834 ად. /კმ²

დასახელება რედაქტირება

ადგილობრივ ენებზე ვიტი-ლევუ — «დიდი კუნძული». ვიტი — «კუნძული», დამახინჯებული სახით ნიშნავს ფიჯის.

გეოგრაფია რედაქტირება

 
კუნძულის ტოპოგრაფიული რუკა

კუნძულის ფართობი შეადგენს 10 388 კმ²-ს, მას მსოფლიოს კუნძულებს შორის ფართობის მიხედვით 75-ე ადგილი უკავია, ხოლო ოკეანეთში მეექვსე. სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 146 კმ-ია, ხოლო სიგანე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 106 კმ. უახლოესი მატერიკი ავსტრალია მდებარეობს 2700 კმ-ში[1]. ამ კუნძულიდან საზღვაო გზებით ხდება დაკავშირება ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან. კუნძულიდან ჩრდილოეთით მდებარეობს ბლაის ზღვა, მეზობელი კუნძულისგან — ვანუა-ლევუსაგან გამოყოფილია ლატუ-ი-რას სრუტით, სამხრეთით მდებარე მეზობელი მომცრო კუნძულებისგან კანდავუს სრუტით. ვიტი-ლევუდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს პატარა იასავას კუნძულები.

კუნძულს აქვს შერეული ვულკანური და კონტინენტური წარმოშობა[1]. ვიტი-ლევუს ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დაბლობებს უკავია, თუმცა ცენტრალურ ნაწილში არის საშუალო სიმაღლის მთები. ვიტი-ლევუს ზედაპირი დაკლაკნილია (გამოწვეულია ძველი ვულკანური ამოფრქვევებით და მიწისძვრებით), ხოლო ცენტრში მდებარეობს მთის ქედი, რომელიც კუნძულს ყოფს ორ თანაბარ ნაწილად. კუნძულის და ამავდროულად მთელი ფიჯის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — ტომანიივის მთა (1324 მეტრი).

ფიჯის კუნძულები მოქცეულია სუბეკვატორულ სარტყელში, ამიტომ ამ ტერიტორიაზე კლიმატი რბილია. ყოველწლიური საშუალო ტემპერატურა შეადგენს 24 — 29 °C-ს. ნალექების რაოდენობა ყოველწლირად შეადგენს 2000-3000 მმ-ს. სეზონებს შორის ამინდი თითქმის არ იცვლება, მხოლოდ ზამთარია უფრო მშრალი. თვითონ ვიტი-ლევუზე კლიმატი ისეთივეა, როგორიც სხვა კუნძულებზე, კლიმატი განსხვავდება ქარსზედა მხარეს (უფრო ნოტიოა), და ქარსქვედა მხარეს (უფრო მშრალია). კუნძული განიცდის ტროპიკული ციკლონების და ხანძრების ზემოქმედებას[1].

აქ ფლორა და ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. დაბლობი ადგილები, როგორც მთის ქედები, დაფარულია წვიმიანი ტყეებით. კუნძულზე მრავლადაა მანგროს ტყეები.[1]. მხოლოდ ამ კუნძულზე გვხვდება ისეთი ენდემური სახეობები, როგორებიცაა: გიგანტური ულვაშა ხოჭო Xixuthrus heros, პალმა вулеито, წიწვოვანი ხეები Dacrydium nausoriense და Acmopyle sahniana.

მოსახლეობა რედაქტირება

კუნძულზე მდებარეობს ფიჯის რესპუბლიკის დედაქალაქი სუვა. სიდიდით მეორე ქალაქი — ნანდი, აეროპორტით, სუვიდან სამი საათის სავალზეა.

ვიტი-ლევუზე ცხოვრობს ინდოეთიდან გადმოსახლებულთა მნიშვნელოვანი დიასპორა.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

კუნძულზე მდებარეობს ფიჯის თოთხმეტიდან რვა პროვინცია. მბას, ნანდრონგა-ნავოსას და რას პროვინციები შედიან დასავლეთის ოლქის შემადგენლობაში, ხოლო ნაიტასირის, ნამოსის, რევას, სერუას და ტაილევუს პროვინციები — ცენტრალური ოლქის შემადგენლობაში.

ეკონომიკა რედაქტირება

ვიტი-ლევუს დასავლეთ ნაწილში მოსახლეობას ძირითადად მოყავს შაქრის ლერწამი, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში მისდევენ რძის მეცხოველეობას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ფიჯის კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-03. ციტირების თარიღი: 2015-01-19.