ვირჯინია ჩერილი (ინგლ. Virginia Cherrill; დ. 12 აპრილი, 1908, კარტრეიჯი, ილიონისი, აშშ — გ. 14 ნოემბერი, 1996, სანტა-ბარბარა, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც ძირითადად ცნობილია უსინათლო მეყვავილე გოგონას როლით ჩარლი ჩაპლინის ფილმში „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“.

ვირჯინია ჩერილი
დაბადების თარიღი 12 აპრილი, 1908
კარტჰეიჯი, ილინოისი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 14 ნოემბერი, 1996 (88 წლის)
სანტა-ბარბარა, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
აქტიური 1931-1936

ბიოგრაფია რედაქტირება

 
ჩარლი ჩაპლინთან ერთად ფილმში "დიდი ქალაქის ჩირაღდნები"

ვირჯინია დაიბადა 1908 წლის 12 აპრილს ილინოისში ქალაქ კარტხეიჯის  მახლობლად მდებარე ფერმაში.  ჯეიმზ ე. ჩერილისა და მისი მეუღლის ბლანშ უილკოქსის ოჯახში. როდესაც წამოიზარდა, ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროს მის გეგმებში არ შედიოდა სამსახიობო კარიერა. ჰოლივუდში ყოფნისას, კრივის მატჩზე გაიცნო ჩარლი ჩაპლინი. ამ პერიოდში სახელგანთქმული რეჟისორი  ეძებდა მსახიობს  უსინათლო გოგონას როლის შესასრულებლად ფილმისათვის „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ (1931 წ.)როგორც მოგვიანებით ჩაპლინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იგონებდა, რამდენიმე მსახიობი გასინჯა როლზე, მაგრამ უშედეგოდ. უკვე გულგატეხილმა ვირჯინია დაიბარა და მოხდენილმა, გამოუცდელმა მსახიობმა მაშინვე ჩარლი ჩაპლინის მოწონება დაიმსახურა. თუმცა  გადაღებების დროს მათი ურთიერთობა  არც იმდენად ჰარმონიული იყო. ჩაპლინმა რამდენიმე დღის გადაღებების შემდეგ ვირჯინია გადასაღები მოედნიდანაც კი გააძევა და გადაწყვიტა მისი ჯორჯია ჰეილით ჩანაცვლება.  თუმცა რეჟისორი მოერიდა ზედმეტ ხარჯებს, რასაც ფილმის ხელახალი გადაღება გამოიწვევდა და ვირჯინია უკან დააბრუნა. ჯერ კიდევ ფილმის გამოსვლამდე 20th Century Fox- მა ხელი მოაწერა შეთანხმებას ვირჯინია ჩერილთან, ხოლო როდესაც „დიდი ქალაქის ჩირაღდნებს“ დიდი წარმატება ხვდა წილად, სტუდიამ იგი მიიწვია 1930 – იანი წლების დასაწყისში ხმოვან ფილმებში მონაწილეობის მისაღებად. მათ შორის იყო 1933 წელს გადაღებული  „ჩარლი ჩანის  დიდი საქმე“. იგი ასევე გამოჩნდა ჯორჯ  გერშვინის  1931 წლის მუსიკალურ ფილმში, სადაც ჯენეტ გეინორთან ერთად მონაწილეობდა.  შემდეგ ვირჯინია  გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში. იქ ითამაშა ორ ფილმში, თუმცა წარუმატებლად. 1936 წელს მსახიობმა  მიატოვა კინოკარიერა.[1][2]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

 
ვირჯინია ჩერილი-კადრი ფილმიდან

ვირჯინია ოთხჯერ იყო დაქორწინებული.  შვილები არ ჰყოლია. მისი პირველი მეუღლე იყო  ირვინგ ადლერი  მდიდარი იურისტი ჩიკაგოდან.[3] ისინი დაქორწინდნენ 1925 წელს და დაშორდნენ 1928 წელს. ვირჯინია ჩერილს  გარკვეული პოპულარობა მოუტანა 1932 წლის ივლისში გამოცხადებულმა ნიშნობამ მდიდარ უილიამ რაინლენდერ სტიუარტ უმცროსთან (1888-1945). ისინი ჰავაიდან გაცურდნენ ვინსენტ ასტორის იახტით სადაც დაგეგმილი იყო საქორწინო ცერემონიალი, თუმცა ქორწილი ჩაიშალა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.[4]

მეორე მეუღლე იყო ცნობილი მსახიობი კერი გრანტი (1934-1935),[5] ხოლო მესამე - ჯორჯ ჩაილდ-ვილერსი.  ჯერსის მეცხრე გრაფი  (1937-1946), რომელთანაც ქორწინების შემდეგ მან მიიღო გრაფინიას ტიტული.[6] 1948 წელს ცოლად გაჰყვა  ფლორიან მარტინს, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარა სანტა- ბარბარაში. [7] ვირჯინია ჩერილი  გარდაიცვალა ინსულტით 1996 წლის 14 ნოემბერს 88 წლის ასაკში.

ჰოლივუდის დიდების ხეივანში არის ვირჯინია ჩერილის სახელობის ვარსკვლავი.[8]

გარე ბმულები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Obituary: Virginia Cherrill". დაარქივებული 2019-04-08 საიტზე Wayback Machine. The Independent. Retrieved October 20, 2018.
  2. Louvish, Simon. "Bright Spark on the Silver Screen."[მკვდარი ბმული] The Guardian, May 9, 2009. Retrieved: December 17, 2011.
  3. "Virginia Cherrill". geni_family_tree. Retrieved October 20, 2018.
  4. "Arnstein & Lehr, The First 120 Years", (Louis A. Lehr, Jr.)(Amazon), p. 22
  5. "Divorces Cary Grant". The New York Times. March 27, 1935. p. 25. Retrieved August 18, 2020 – via ProQuest.
  6. Johnson, Irving. "Virginia Seceding from Jersey." Albany Times-Union, 2 December 1945.
  7. "How the Hollywood Cinderella Won the Blue Book's 'Most Eligible' Man." Olean (NY) Times-Herald, 18 July 1932.
  8. "Virginia Cherrill: Hollywood Star Walk." Los Angeles Times. Retrieved: December 17, 2011.