ვირჯინია სატირი (ინგლ. Virginia Satir; დ. 26 ივნისი, 1956, ნეილსვილი, აშშ – გ. 10 სექტემბერი, 1988, კოლორადო) — ამერიკელი ოჯახის ფსიქოთერაპევტი. ცნობილია საკუთარი მიღწევებით ოჯახურ თერაპიასა და "სისტემურ კონსტელაციაში". ის ფართოდ აღიარებულია, როგორც "ოჯახური ფსიქოთერაპიის დედა". მისი ყველაზე ცნობილი სახელმძღვანელოებია "Conjoint Family Therapy", 1964, " Peoplemaking, 1972, და The New Peoplemaking, 1988.", მან აგრეთვე შექმნა "ვირჯინია სატირის ცვლილებათა პროცესის მოდელი"; ფსიქოლოგიური მოდელი, რომელიც განვითარდა კლინიკური კვლევების საფუძველზე. ორგანიზაციული მენეჯმენტის სპეციალისტები იყენებენ ამ მოდელს ორგანიზაციის ცვლილებაზე გავლენის მომხდენი ფაქტორების განსასაზღვრად.

ვირჯინია სატირი
ინგლ. Virginia Satir
დაბადების თარიღი 26 ივნისი, 1916(1916-06-26)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი Neillsville
გარდაცვალების თარიღი 10 სექტემბერი, 1988(1988-09-10)[1] [2] [3] [4](72 წლის)
გარდაცვალების ადგილი კალიფორნია[1]
საქმიანობა social and health care assistant, მწერალი[5] , ფსიქოთერაპევტი, მასწავლებელი, სოციალური მუშაკი და Structural family therapy
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი უისკონსინ-მილუოკის უნივერსიტეტი, ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი და Wisconsin State College of Milwaukee
საიტი satirglobal.org

თერაპევტის კარიერა რედაქტირება

სკოლის დამთავრების შემდეგ სატირმა დაიწყო პრაქტიკული მოღვაწეობა. თავის პირველ ოჯხავს შეხვდა 1951 წელს და 1955 წლისთვის მუშაობდა ილინოისის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში. ის სხვა თერაპევტებს მოუწოდებდა, რომ ფოკუსირებულიყვნენ ოჯახებზე, ნაცვლად ინდივიდებისა. ათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ის გადავიდა კალიფორნიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო "მენტალური კვლევების ინსტიტუტის" დაფუძნებაში.(Palo Alto, California). აღნიშნულმა ინსტიტუტმა მიიღო "მენტალური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის " გრანტი 1962 წელს, რამაც საშუალება მისცა მათ დაეწყოთ ოჯახური თერაპიის პირველი ფორმალური ტრენინგების პროგრამა. სატირი მიწვეულ იქნა, როგორც ტრენინგების დირექტორი.

სატირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა იყო ის, რომ ზედაპირული პრობლემა თავისთავად იშვიათად არის რეალური პრობლემა. პრობლემას უფრო ხშირად ქმნის დაძლევის სტრატეგია, რომელსაც იყენებს კონკრეტული ინდივიდი მოცემულ შემთხვევაში.სატირმა, აგრეთვე, შემოგვთავაზა, თუ რა ტიპის პრობლემების შექმნა შეუძლია ურთიერთობებში დაბალ თვითშეფასებას.

სატირის პირველი წიგნს "Conjoint Family Therapy" საფუძვლად დაედო ტრენინგების სახელმძღვანელო, რომელიც მან შექმნა სტუდენტებისთვის "მენტალური კვლევის ინსტიტუტში" მოღვაწეობისას. მისი რეპუტაცია იზრდებოდა ყოველი შემდგომი წიგნის გამოცემასთან ერთად. სატირი მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და ხალხს აცნობდა საკუთარ მეთოდს. ის გახდა "სერტიფიცირებული სოციალური მუშაკების აკადემიის" დიპლომატი და მიიღო "ამერიკის ქორწინებისა და ოჯახური თერაპიის ასოციაციის" ჯილდო.

სოციალური კავშირების იდეით ხანგრძლივი დაინტერესების შემდეგ, სატირმა ჩამოაყალიბა ორი ჯგუფი, რათა დახმარებოდა ინდივიდებს ეპოვნათ მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალები ან სხვა ადამიანები, რომლებიც მსგავსი პრობლემით იტანჯებოდნენ. 1970 წელს, მან ჩამოაყალიბა "Beautiful People", რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც "International Human Learning Resources Network". 1977 წელს მან დააფუძნა "Avanta Network".

ორი წლის შემდეგ, ის სატირი დაინიშნა "საერთაშორისო ოჯახური თერაპიის ასოციაციის" კომიტეტის თავმჯდომარედ და გახდა "თვითშეფასების ნაციონალური ორგანიზაციის" მრჩეველთა საბჭოს წევრი. ის რამდენიმეჯერ აღიარებულ იქნა საპატიო დოქტორად. მათ შორის 1978 წელს, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა საპატიო დოქტორად.

სამუშაო და გავლენები რედაქტირება

მთელი მისი მოღვაწეობა ერთი ქოლგის ქვეშ იყო მოქცეული, "გახდე მეტად სრულფასოვანი ადამიანი". პირველადი ტრიადის (დედა, მამა და შვილი) გაძლიერება ძალამოსილი პიროვნების ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა. ის მუდმივად თესავდა მსოფლიო მშვიდობის მარცვალს. როგორც ის ამბობდა, "ოჯახი არის მიკროკოსმოსი. თუ მე მეცოდინება, როგორ განვკურნო იგი, მეცოდინება, როგორ განვკურნო სამყარო". ამ მსოფლმხედველობით მან ჩამოაყალიბა პროფესიული სწავლების ჯგუფები შუა დასავლეთში, აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და ლათინურ ამერიკასა და რუსეთში. The Institute for International Connections, Avanta Network, და the International Human Learning Resources Network არის კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ როგორ ვასწავლოთ ხალხს დაამყარონ და გააფართოონ კონტაქტები. მისი მსოფლიო ღვაწლი შეიძლება შევაფასოთ მისი საყოველთაოდ ცნობილი ფრაზით : "მშვიდობა შიგნით და მშვიდობა შორის. (peace within, peace between, peace among).

70-იანი წლების შუაში მის შრომებს ინტენსიურად შეისწავლიდნენ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების შემქმნელები , რიჩარდ ბანდლერი და ჯონ გრინდერი, რომლებმაც გამოიყენეს ის, როგორც ნლპ-ს სამიდან ერთ-ერთი ფუნდამენტური მეთოდი. ბანდლერი და გრინდერი სატირთან ერთად ავტორები არიან წიგნისა , "Changing With Families".

AVANTA არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განაგრძობს სატირის საქმიანობას და პოპულარიზაციას უწევს მის მიღწევებს ოჯახურ თერაპიაში.

სტივ ანდრესმა, ბანდლერისა და გრინდერის ერთ-ერთმა მოწაფემ, დაწერა წიგნი სახელწოდებით , "Virginia Satir: The Patterns of Her Magic (1991), სადაც მან შეაჯამა სატირის მუშაობის ძირითადი მეთოდები.შემდეგ კი აჩვენა, თუ როგორ იყენებდა მათ სატირი, ფართოდ ანოტირებული სესიების ვიდეოჩანაწერების ტრანსკრიპტში სახელწოდებით, "Forgiving Parents". ამ სესიებში სატირი მუშაობდა ქალთან, რომელსაც სძულდა საკუთარი დედა და ჰქონდა კონტაქტების სირთულე სხვა ადამიანებთანაც. მრავალფეროვანი როლური თამაშების, მათ შორის "ოჯახური აღიარება რეკონსტრუქციის" მეთოდის გამოყენებით, ქალმა შეძლო დაენახა საკუთარი დედა, როგორც მისი საუკეთესო მეგობარი.

ლიტერატურა რედაქტირება

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

Satir V (2001). Self Esteem. Berkeley, Calif: Celestial Arts. Satir V (1976). Making contact. Berkeley, Calif: Celestial Arts. Satir V; Bandler R; Grinder J (1976). Changing with families: a book about further education for being human. Palo Alto, CA: Science and Behavior Books. Satir V (1978). Your many faces. Berkeley, Calif: Celestial Arts. Satir V; Stachowiak J; Taschman HA (1994). Helping Families to Change. Northvale, N.J: Jason Aronson. Satir V (1983). Conjoint family therapy. Palo Alto, CA: Science and Behavior Books. Satir V; Baldwin M (1983). Satir step by step: a guide to creating change in families. Palo Alto, CA: Science and Behavior Books. Satir V (1988). The new peoplemaking. Palo Alto, CA: Science and Behavior Books. Satir V; Gomori M; Banmen J; Gerber JS (1991). The Satir model: family therapy and beyond. Palo Alto, CA: Science and Behavior Books. Satir V (1972/1990 (reissue)). Peoplemaking. Souvenir Press Ltd.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118863045 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 FemBio database
  5. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.