ვირჯინია ელენა რაჯი (ინგლ. Virginia Elena Raggi; დ. 18 ივლისი 1978, რომი, იტალია) — იტალიელი ადვოკატი და 2016-2021 წლებში რომის მერი. რაჯი წარმოადგენდა ანტიკორუფციულ ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას (M5S) და იყო პირველი კანდიდატი ამ პარტიიდან და აგრეთვე პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს რომის მერად.[2]

ვირჯინია რაჯი
Virginia Raggi
ვირჯინია რაჯი Virginia Raggi
რაჯი 2016 წელს
რომის 34-ე მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ივნისი, 2016 – 21 ოქტომბერი, 2021
პრეზიდენტი  სერჯო მატარელა
პრემიერ-მინისტრი  მატეო რენცი
წინამორბედიფრანჩესკო პაოლო ტრონკა

დაბადებული18 ივლისი, 1978 (1978-07-18) (45 წლის)
რომი იტალიის დროშა იტალია
საარჩევნი ოლქირომი
პოლიტიკური პარტიახუთი ვარსკვლავის მოძრაობა
მეუღლეანდრეა სევერინი
შვილები1 (ვაჟი)
განათლებარომის ტრე უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიაკათოლიკე[1]
ხელმოწერა
საიტივებ-გვერდი

ბიოგრაფია რედაქტირება

რაჯი დაიბადა და გაიზარდა რომის „Appio Latino“-ს რაიონში და სწავლობდა სამართალზე რომის ტრეს უნივერსიტეტში, "სასამართლო და არასასამართლო სამოქალაქო სამართლის" სპეციალიზაციით.[3] რაჯი ადრე იყო ადგილობრივი რაიონის საბჭოს წევრი სანამ შევიდა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაში“, რომის XIV რაიონიდან 2011 წელს.[4]

2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, რაჯი იყო ერთ-ერთი „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ იმ ოთხი წევრიდან, რომლებიც აირჩიეს რომის საკრებულოში.[5]

რაჯი და მისი პარტია გავიდა რომის მერის არჩევნებში პირველ ადგილზე კენჭისყრის პირველ ტურში (5 ივნისი 2016), რა დროსაც ქვეყნის მასშტაბით 35-ზე მეტი პროცენტი დააგროვა.[6] რაჯი მეორე რაუნდი (19 ივნისი 2016) მოიგო 67,2 პროცენტით, რაც ნიშნავს 770,000 ამომრჩეველი მის მხარეს იყო. იგი რომის პირველი ქალი მერია.[2]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

რაჯი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს რომის ოტავიას რაიონში.[3] ის M5S წევრი ანდრეა სევერინის (თანაპარტიელი) მეუღლეა, რომელთანაც მას ერთი შვილი ჰყავს (დ. 2009 წელს).[6][3]

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-23. ციტირების თარიღი: 2016-06-22.
  2. 2.0 2.1 Rosie Scamell (20 June 2016). „Anti-establishment candidates elected to lead Rome and Turin“. The Guardian. ციტირების თარიღი: 20 June 2016.
  3. 3.0 3.1 3.2 Marco Damilano. (16 March 2016) Virginia Raggi, chi è la donna che spaventa Renzi e Berlusconi Italian. L'Espresso. ციტირების თარიღი: 11 June 2016.
  4. Raggi, Virginia. Chi Sono - Virginia Raggi Italian. Five Star Movement. ციტირების თარიღი: 11 June 2016.
  5. Rosie Scammell, "Rubbish on the streets, corruption in the air: Rome looks for a clean-up candidate", The Guardian, 12 June 2016
  6. 6.0 6.1 „Five Star Movement candidate Virginia Raggi could become Rome's mayor“. The Age. 5 June 2016. ციტირების თარიღი: 11 June 2016.