ვირჯინია აპგარი (ინგლ. Virginia Apgar; დ. 7 ივნისი, 1909, ვესტფილდი, ნიუ-ჯერსი, აშშ, — გ. 7 აგვისტო, 1974, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი ანესთეზიოლოგი, სამეანო ანესთეზიოლოგიისა და ნეონატოლოგიის ერთ-ერთი პიონერი. შექმნა ახალშობილის სასიცოცხლო ფუნქციების შეფასების სწრაფი მეთოდი, რომელიც ცნობილია აპგარის სკალის სახელით და ამჟამად საყოველთაოდაა მიღებული.

ვირჯინია აპგარი
Virginia Apgar

ვირჯინია აპგარი 1959 წელს.
დაბ. თარიღი 7 ივნისი, 1909
დაბ. ადგილი ვესტფილდი, ნიუ-ჯერსი, აშშ
გარდ. თარიღი 7 აგვისტო, 1974
გარდ. ადგილი მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
დასაფლავებულია Fairview Cemetery[1]
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა პედიატრი[2] [3] , ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერი, anesthesiologist[3] და ბიბლიოთეკარი
მუშაობის ადგილი კოლუმბიის უნივერსიტეტის საექიმო-ქირურგიული კოლეჯი[2] , Sloane Hospital for Women და March of Dimes[2]
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტის საექიმო-ქირურგიული კოლეჯი[2] , Johns Hopkins Bloomberg School of Public Health[2] , მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი[2] , Andrés Bello University[2] , მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი[2] , ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი და Westfield High School
მამა Charles E. Apgar
ჯილდოები საპატიო დოქტორი[4] , Elizabeth Blackwell Medal[5] , ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[2] [6] და Ladies' Home Journal Women of the Year[7]
გავლენა მოახდინეს

ბიოგრაფია რედაქტირება

ვირჯინია აპგარი დაიბადა და გაიზარდა ნიუ-ჯერსის შტატში. მამა, ჩარლზ ემორი აპგარი იყო საქმიანი წარმოების მმართველი და რადიოს ენთუზიასტი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნა რადიოტალღების რეგისტრაციის მეთოდი და ხელი შეუწყო გერმანული ჯაშუშური რგოლის გამოვლენას ამერიკაში. დაამთავრა მაუნთ-ჰოლიოკის კოლეჯი 1929 წელს და კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმთა და ქირურგთა კოლეჯი 1933 წელს. ნიუ-იორკის პრესბიტერიანული ჰოსპიტლის ინტერნატურის შემდეგ სპეციალიზდებოდა ანესთეზიოლოგიაში, რომელიც იმ დროს მედიცინის შედარებით ახალი დარგი იყო. სარეზიდენტო პროგრამა გაიარა ვისკონსინის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის ბელვიუს ჰოსპიტლის ბაზაზე (1935-1937). 1937 წელს გახდა ამერიკაში პირველი სერტიფიცირებული ქალი ანესთეზიოლოგი. 1949-1959 წლებში იყო ექიმთა და ქირურგთა კოლეჯის პირველი პროფესორი ანესთეზიოლოგიაში, ასევე პირველი ქალი, რომელმაც იმავე კოლეჯში სრული პროფესორის სტატუსი მოიპოვა. ამასთანავე, 1938 წელს გახდა კოლუმბია-პრესბიტერიანული სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო სამეანო ჩარევების ანესთეზიოლოგიური მხარდაჭერისა და ახალშობილთა ჯანმრთელობის საკითხებით. 1952 წელს ჩამოაყალიბა აპგარის სკალის სახელით ცნობილი სისტემა, რომელიც ეფუძნება ახალშობილთა სასიცოცხლო ფუნქციების მარტივ და სწრაფ 5-პუნქტიან შეფასებას დაბადებიდან პირველ და მეხუთე წუთზე. აპგარის სკალა მალევე ფართოდ გავრცელდა ამერიკაში და ასევე ახალშობილთა შეფასების სტანდარტად დამკვიდრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კოლუმბიაში მუშაობის პერიოდში მონაწილეობა მიიღო 17 ათასზე მეტი მშობიარობის მართვაში.[8]

1959 წელს აპგარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორის პოზიციაზე გადავიდა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში. იქ ის 1967 წლამდე ხელმძღვანელობდა ახალშობილთა პარალიზის ეროვნული ფონდის, March of Dimes-ის თანდაყოლილი მალფორმაციების განყოფილებას. ამ დაწესებულებამ კრიტიკული როლი ითამაში პოლიომიელიტის პრევენციის საკითხის გადაწყვეტაში. 1967-1972 წლებში აპგარი იყო ეროვნული ფონდის ფუნდამენტური კვლევების ხელმძღვანელი და, მოგვიანებით, 1973-1974 წლებში სამედიცინო საქმეთა უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. გარდა სამეცნიერო სტატიებისა, აპგარმა ჟურნალისტ ჯოან ბეკთან ერთად გამოაქვეყნდა წიგნი „კარგადაა თუ არა ჩემი ჩვილი?“ (Is My Baby All Right? , 1972), რომელშიც ახსნილია სხვადასხვა თანდაყოლილი დეფექტის მიზეზები და მკურნალობა, ასევე მოცემულია ჩვილთა ჯანმრთელობისთვის გასათვალისწინებელი რეკომენდაციები ქალებისთვის.[8] აპგარს მიღებული ჰქონდა არაერთი პრიზი და საპატიო წოდება. ოჯახი არ შეუქმნია და შვილები არ ჰყოლია. გატაცებული იყო ვიოლინოზე დაკვრით და მებაღეობით. გარდაიცვალა ღვიძლის ციროზის გართულებებით 1974 წელს.[9]

სქოლიო რედაქტირება