ვინჩი — ქალაქი (città)[1] და ტოსკანის რეგიონის ფირენცეს პროვინციის კომუნა იტალიაში. ქალაქის შემოგარენში მდებარეობს რენესანსის ეპოქის პოლიმათის, ლეონარდო და ვინჩის დაბადების ადგილი.

კომუნა
ვინჩი
Comune di Vinci

ქალაქის გალავანი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
დაქვემდებარება იტალიის კომუნა
რეგიონი ტოსკანა
პროვინცია ფლორენცია
კოორდინატები 43°47′00″ ჩ. გ. 10°55′00″ ა. გ. / 43.78333° ჩ. გ. 10.91667° ა. გ. / 43.78333; 10.91667
კომუნის მერი ჯუზეპე ტორჩია
ფართობი 54,19 კმ²
ცენტრის სიმაღლე 97
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 14 582 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 269,09 კაცი/კმ²
ეთნოქორონიმი ვინჩელები
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0571
საფოსტო ინდექსი 50059
საავტომობილო კოდი FI
ოფიციალური საიტი comune.vinci.fi.it
ვინჩი (ქალაქი) — იტალია
ვინჩი (ქალაქი)

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქს გარს ტოსკანის გორაკები არტყამს. ლანდშაფტი კულტივირებულია და ფართოდაა გავრცელებული ვენახები და ზეთისხილის ბაღები.

ისტორია რედაქტირება

ქალაქთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი ფიგურა, ლეონარდო და ვინჩი 1452 წლის 15 აპრილს, ანჩიანოსა და ფალტოგნანოს შორის მდებარე, ვინჩიდან 3 კილომეტრით დაშორებულ ფერმერულ სახლში დაიბადა. მისი სრული სახელი „ლეონარდო დი სერ პიერო და ვინჩი“ სიტყვასიტყვით „ვინჩელი პიეროს შვილს ნიშნავს“. ყოველწლიურად, ნახევარმილიონამდე ტურისტი სტუმრობს მისი დაბადების ადგილას მდებარე ლეონარდოს მუზეუმს.[2]

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

  • Museo Leonardianoლეონარდო და ვინჩის მუზეუმი. ამ მუზუმში დავინჩის რვეულში ჩანახატი რამდენიმე გამოგონებაა გამოფენილი.
  • Casa Natale di Leonardo — ლეონარდო და ვინჩის დაბადების სახლი. სახლში მისი რამდენიმე რეპროდუქციაა გამოფენილი.
  • „სანტა-კროჩეს“ ეკლესია — XIII საუკუნეში აშენებული და შემდგომ ნეო-რენესანსის სტილში გადაკეთებული ტაძარი.


დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

ვინჩის ორი ოფიციალურად დაძმობილებული ქალაქი ჰყავს:

სქოლიო რედაქტირება

  1. Statuto del comune di Vinci Italian (PDF). ციტირების თარიღი: 11 June 2013.[მკვდარი ბმული]
  2. Vinci: A Visit to Leonardo’s Home Town. Offbeattravel.com. ციტირების თარიღი: 19 June 2012.
  3. Gemellaggi Italian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 11 June 2013.