ვინს ლომბარდის თასი

„ვინს ლომბარდის თასი“ (ინგლ. Vince Lombardi Trophy) გადაეცემა ყოველ წელიწადს ნაციონალური ფეხბურთის ლიგის (ნფლ) საჩემპიონო მატჩ - სუპერ ბოულის გამარჯვებულს. 2012 წლის თებერვალში ეს თასი ნიუ-იორკ ჯაიანთსმა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ნიუ-ინგლენდ პეტრიოტსი დაამარცხა სუპერ ბოულ XLVI-ში.


ისტორია რედაქტირება

NFL კომისარის პიტ როზელის, Tiffany & Co.-ს ვიცე პრეზიდენტის ოსკარ რედნერის ლანჩის დროს, რედნერმა ქაღალდზე დახატა სურატი, რაც საბოლოოდ ვინს ლომბარდის თასად მოგვევლინა. პირველად ეს თასი გრინ ბეი პეკერს გადაეცა 1967 წელს (მას შემდეგ რაც AFL-NFL ლიგები ერთიანად ატარებდნენ საჩემპიონო თამაშს) მას შემდეგ რაც პეკერსმა კანზას სიტი ჩიფზი 35-10 დაამარცხა.

ეს თასი კი აღწერს "მსოფლიო პროფესიონალური ფეხბურთის ჩემპიონს" და ემსახურება მსოფლიო ჩემპიონს.1970 წელს სახელი შეცვლილი იქნა, ლეგენდარული გრინ ბეი პეკერსის მთავარი მწვრთნელ ვინს ლომბარდის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც კიბოს დაავადებით გარდაიცვალა პირველი ორი გამაჯრვების შემდეგ.პირველად ეს თასი წარდგენილი იყო როგორც ვინს ლომბარდის თასი 1971 წელს, როდესაც სუპერ ბოულ V-ში ბალტიმორ კოლტსმა მოუგო დალას ქაუბოიზს 16-13.

სუპერ ბოულ XXX მოყოლებული, ეს თასი გადაეცემა გამარჯვებული გუნდის მფლობელს თამაშის დასრულებისთანავე. ადრე თასი გადაეცემოდა გასახდელ ოთახში.

სტენლის თასის და გრეის თასისგან განსვავებით, ვინს ლომბარდის თასი ყოველ წელს კეთდება ახალი და ძველი გამარჯვებულის თასების ოთახში რჩევა. რომელიც სუპერ ბოულ V-ს მოყოლდებიდან ხდება, როდესაც მაშინ ბალტიმორ კოლტსმა მოიგო. მას შემდეგ კი თასი ხან ქალაქ ბალტიმორში (ბალტიმორ რავენსი) გადადიდოდა, ხანაც ინდიანაპოლისში (ინდიანაპოლის კოლტსი), ეს კი მანამ ხდებოდა, სანაბ რავენსმა საბოლოოდ არ გამოიმუშავა საკუთარი თასი.

შესახედაობა რედაქტირება

ვინს ლომბარდის თასი არის 56 სმ სიმაღლის და 3.2 კგ იწონის. ბურთის მდგომარეობა არის დადებული ჯარიმის დარტყმის პროცესში, ხოლო თვითონ ბურთი მოთავსებულია სამკუთხედი ფორმის მეტალზე. თასი არის სულ მთლიანად დამზადებული სუფთა ვერცხლით.

პირველი 4 ჩემპიონის თამაშების დროს, NFL და AFL ლოგი იყო გამოსახეული თასის შუაში. სუპერ ბოულ V-იდან მოყოლებული კი NFL ლოგო გადმოტანილი იქნა წინა მხარეს. სუპერ ბოულ XLIII დიზანი კი არის ახალი, მოდერნიზებული NFL ლოგითი (რომელსაც გარშემო 8 ვარსკვლავი აკრავს). მაგრამ მოყოლებული პირველი თასიდან, განსაკუთრებული ცვლილება თასის ფორმაში და ვიზუალურ მხარეში არ ყოფილა. გრინ ბეი პეკერსი არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც სამივე დიზაინის თასი აქვს: სუპერ ბოულ - I, II, XXXI და XLV.


ლომბარდის თასის ყველაზე მეტჯერ გამარჯვებული რედაქტირება

პიტსბურგ სტილერსი აის ყველაზე მეტჯერ - 6 ლომბარდის თასის მფლობელი. სან-ფრანცისკო 49ერსი და დალას ქაუბოიზ კი ფრედ არიან და თითოეულ მათგანის კუთვნილებაში 5 ლომბარდის თასია. გრინ ბეი პეკერსი და ნიუ-იორკ ჯაიანთსი კი მესამეზე არიან, რომლებსაც 4-4 ლომბარდის თასი აქვთ მოპოვებული. რაც შეეხება ნიუ ინგლენდ პეტრიოტსს, ვაშინტონ რედსკინსს და ოკლენდ რეიდერსს, სამივეს 3-3 თასი აქვთ მოპოვებული.

ასევე აღსანიშნავია რომ არცერთ გუნდს არ ააქვს ზედიზედ 3-ჯერ მოგებული ლომბარდის თასი. 2 გუნდმა შეძლო და მოიგო 4 წელიწადში 3 ლომბარდის თასი, ესენი არიან: დალას ქაუბოიზი (1992, 1993 და 1995 წლებში) და ნიუ-ინგლენდ პეტრიოტსი (2001, 2003 და 2004 წლებში). ასევე უნდა ითქვას რი პიტსბურგ სტილერსმა მოახერხა 4 თასის დაუფლება 6 წელიწადში (1974, 1975, 1978 და 1979 წლებში) და იყო პირველი გუნდი რომელმაც საბოლოოდ 4 თასის მოპოვება შეძლო.


გალერეა რედაქტირება