ვილმა რუდოლფი (ინგლ. Wilma Rudolph; დ. 23 ივნისი, 1940 — გ. 12 ნოემბერი, 1994) — აფრო-ამერიკელი სპრინტერი. იყო ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და ოლიმპიური რეკორდების მფლობელი 1956 და 1960 წლების ოლიმპიურ თამაშებზე. 1960 წლის რომის ზაფხულის ოლიმპირ თამაშებზე რუდოლფმა სპრინტის სამ სახეობაში მოიპოვა ოქროს 3 მედალი, ამავე წელს იგი ყველაზე სწრაფ ქალად აღიარეს და გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც ერთ ოლიმპიურ თამაშში სამი ოქროს მედალი მოიპოვა.[9] 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მსოფლიო სატელევიზიო გაშუქების გამო, რუდოლფი საერთაშორისო ვარსკვლავი გახდა. რუდოლფის ანგარიშზეა 100 და 200 მეტრიან დისტანციაზე რეკორდები ასევე 4 x 100 მეტრიან რალზე. 1994 წელს რუდოლფი გარდაიცვალა თავის ტვინის და ყელის კიბოთი.

ვილმა რუდოლფი

რუდოლფი 1960 წელს
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Wilma Glodean Rudolph
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1] [2]
დაბ. თარიღი 23 ივნისი, 1940(1940-06-23)[3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი Clarksville
გარდ. თარიღი 12 ნოემბერი, 1994(1994-11-12)[3] [4] [5] (54 წლის)
გარდ. ადგილი ბრენტვუდი
სიმაღლე 180
წონა 59
ქვეყანა აშშ
ჯილდოები ჯეიმზ სალივანის ჯილდო, ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[8] , Distinguished Americans series, Associated Press Athlete of the Year და Associated Press Athlete of the Year

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება