ვილიამონტესი — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოლივიაში, ტარიხას დეპარტამენტში. წარმოადგენს ვილიამონტესის მუნიციპალიტეტის ცენტრს.

ქალაქი
ვილიამონტესი
Villamontes

მდინარე პილკომაიოს ხეობა
დროშა

ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
დეპარტამენტი ტარიხა
პროვინცია გრან-ჩაკო
კოორდინატები 21°15′39″ ს. გ. 63°28′34″ დ. გ. / 21.26083° ს. გ. 63.47611° დ. გ. / -21.26083; -63.47611
ცენტრის სიმაღლე 390
მოსახლეობა 20 000 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +591
ვილიამონტესი — ბოლივია
ვილიამონტესი

მდებარეობს ზღვის დონიდან 390 მეტრზე, მდინარე პილკომაიოს მარცხენა ნაპირზე, დასავლეთით აკრავს ანდური სიერა-დელ-აგუარაგუეს მთათა სისტემა.

2007 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 20 000 ადამიანს.

1932–1935 წლებში ბოლივია-პარაგვაის შორის ჩაკოს ომის მიმდინარეობისას, ვილიამონტესი ბოლივიის არმიის მთავარ ბანაკს წარმნოადგენდა. ომის ფინალური ეტაპისასაც, დაცვის მთავარი ხაზი სწორედ ამ ქალაქზე გადიოდა.

რეგიონში აღმოჩენილია ნავთობისა და გაზის მარაგები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება