ვილემ ბარენცი (ინგლ. Willem Barentsz; დ. 1550, ამსტერდამი — გ. 20 ივლისი, 1597, კუნძული ახალი მიწა) — ნიდერლანდელი ზღვაოსანი.

ვილემ ბარენცი

ისტორია რედაქტირება

1594-1597 წლებში სამჯერ იმოგზაურა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში ჩრდილო-აღმოსავლეთ გასასვლელის მოსაძებნად. 1596-1597 წლებში ექსპედიციამ მეორედ აღმოაჩინა დათვისა და შპიცბერგენის კუნძულები. გაუვალი ყინულების გამო ექსპედიცია იძულებული გახდა გამოსაზამთრებლად კუნძული ახალი მიწის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე დარჩენილიყო. ბარენცმა შეადგინა ახალი მიწის რუკა, პირველმა ჩაატარა მეტეოროლოგიურ დაკვირვებათა წლიური ციკლი, გაზომა ზღვის სიღრმე გემის კურსის გასწვრივ; ამ ზღვას შემდგომ მისი სახელი ეწოდა. ბარენცის სახელს ატარებს აგრეთვე კუნძული შპიცბერგენის არქიპელაგში, დაბა და ნავსადგური ბარენცბურგი კუნძულ დასავლეთ შპიცბერგენზე.

ლიტერატურა რედაქტირება