ვიეტნამური ვიკიპედია

ვიეტნამური ვიკიპედია (ვიეტ. Wikipedia tiếng Việt) — ვიკიპედიის განყოფილება ვიეტნამურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. გაიხსნა 2002 წლის ნოემბერში. ვიეტნამური ვიკიპედიის მთავარი კონკურენტია ვიეტნამური ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში. თავდაპირველად ვიკიპედიის ვიეტნამურენოვან განყოფილებას ცოტაოდენი ყურადღება ექცეოდა, მანამ სანამ 2003 წლის ოქტომბერში იგი ხელახლა არ აამუშავეს. 2008 წლის აგვისტოსთვის ვიეტნამურ ვიკიპედიაში არსებობდა 50 ათასი სტატია, ხოლო 2010 წლისათვის სტატიების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 134 ათასამდე. ერთი წლის შემდეგ ვიეტნამური ვიკიპედია მოიცავდა 200 ათასს სტატიას, ხოლო 2012 წლის ოქტომბრის მონაცემებით ვიკიპედიის ვიეტნამურენოვან განყოფილებაში არსებობს დაახლოებით 500 000 ათასი სტატია.

ვიკიპედიის ნიშანი ვიეტნამური ვიკიპედია
Wikipedia tiếng Việt
განყოფილების ლოგო
მისამართი: vi.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ვიეტნამური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2002 წლის ნოემბერი
სტატიების რაოდენობა: 1 292 834
გვერდების რაოდენობა: 19 466 865
რედაქტირებების რაოდენობა: 71 263 937
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 951 453
აქტიური მომხმარებელი: 1 518
ადმინისტრატორი: 16
სიღრმე: 723.4

მოკლე სტატიები აღნიშნულია ესკიზების სახით. ამდაგვარი სტატიები აქ ათი ათასობითაა, რომლებიც უდიდეს შემთხვევაში ბოტ-გენერირებული ხასიათისაა.[1] ამჟამად ვიეტნამურ ვიკიპედიას ჰყავს 24 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხარებელთა რიცხი დაახლოებით ათასამდეა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Wikipedia:Bài sơ khai at the Vietnamese Wikipedia.


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ვიეტნამურ ენაზე
Wikipedia tiếng Việt