ვიდოვრე (დან. Hvidovre) — ქალაქი დანიაში, ვიდოვრეს მუნიციპალიტეტის ცენტრი. წარმოადგენს დედაქალაქ კოპენჰაგენის გარეუბანს და მისი ცენტრიდან დაახლოებით 10 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. სახელი მომდინარეობს ვიდოვრეშე მდებარე თეთრი ეკლესიისგან – დანიურად „ვიდ“ (hvid) თეთრს ნიშნავს. იგივე პრინციპით ჰქვია სახელი მეზობელ მუნიციპალიტეტ რედოვრეს, სადაც წითელი ეკლესია მდებარეობს – „რედ“ (rød) დანიურად წითელს ნიშნავს.

ქალაქი
ვიდოვრე
დან. Hvidovre

ვიდოვრეს მდებარეობა
ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი დედაქალაქის ოლქი
კოორდინატები 55°43′00″ ჩ. გ. 12°28′00″ ა. გ. / 55.71667° ჩ. გ. 12.46667° ა. გ. / 55.71667; 12.46667
მმართველი Anders Wolf Andresen
დაარსდა 1 ივლისი, 1858[1]
ფართობი 21,91 კმ²
ცენტრის სიმაღლე 20
მოსახლეობა 49 380 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 2253,77 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 2650
ოფიციალური საიტი hvidovre.dk
ვიდოვრე — დანია
ვიდოვრე

ქალაქი ცნობილია საფეხბურთო კლუბ „ვიდოვრეთი“, სადაც თამაშობდნენ ცნობილი დანიელი ფეხბურთელები პეტერ შმეიჰელი, კენეტ ბრილე და მაიკლ მანიხე.

ვიდოვრეში მდებარეობს ფილმების წარმოების ცენტრი „Filmbyen“.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. Danske landkommuner 1842-1970Rigsarkivet, Viborg, 1976.