ვენომი (ინგლ. Venom) — 2018 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, დაფუძნებული Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟზე. წარმოებულია Columbia Pictures-ის, Marvel Entertainment-სა[5] და Tencent Pictures-ის მიერ. ფილმის დისტრიბუტორია Sony Pictures Releasing, რეჟისორი — რუბენ ფლეიშერი, სცენარისტი — სკოტ როზენბერგი, ჯეფ პინკნერი და კელი მარსელი, მონაწილეობენ ტომ ჰარდი (ედი ბრუკი/ვენომი), მიშელ უილიამსი, რიზ აჰმედი, სკოტ ჰეიზი და რიდ სკოტი. ფილმში მოთხობილია ჟურნალისტ ედი ბროკის შესახებ, რომელსაც შეერწყმება უცხოპლანეტელი სიმბიოტი, რომლის სახეობა ცდილობს დედამიწის დაპყრობას.

„ვენომი“
რეჟისორი რუბენ ფლეიშერი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება ტოდ მაკფარლეინი და დევიდ მიშლინივენომი
ისტორია
  • ჯეფ პინკნერი
  • სკოტ როზენბერგი
როლებში
მუსიკა ლუდვიგ იორანსონი
ოპერატორი მეთიუ ლიბატიკი
მონტაჟი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Sony Pictures Releasing
გამოსვლის თარიღი
  • 1 ოქტომბერი, 2018 (2018-10-01) (Regency Village Theatre)
  • 5 ოქტომბერი, 2018 (2018-10-05) (აშშ)
ხანგრძლივობა 112 წუთი[2]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 100–116 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 855 მილიონი აშშ დოლარი[4]

Sony-მ პროექტზე მუშაობა დაიწყო, მას შემდეგ რაც ვენომის პერსონაჟი გამოჩნდა ფილმში „ადამიანი ობობა 3“ (2007). სხვადასხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ, 2017 წლის მარტში დაიწყო ახალ ვერსიაზე მუშაობა. სცენარისტებად მოიწვიეს როზენბერგი და პინკნერი. ფლეტჩერი და ჰარდი შემოუერთდნენ იმავე წლის მაისში. გადაღებები დაიწყო ოქტომბერში,[6] ატლანტაში, ნიუ-იორკში[7] და სან-ფრანცისკოში. ფილმის შთაგონების წყაროდ იქცა კომიქსები „Venom: Lethal Protector“ (1993) და „Planet of the Symbiotes“.[8]

„ვენომის“ პრემიერა შედგა 2018 წლის 1 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში.[9] ფილმმა მიიღო უარყოფითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. კრიტიკა ძირითადად შეეხეო სცენარს, თუმცა ზოგიერთებმა შეაქეს ჰარდის შესრულება. საერთო მიმოხილვების საიტზ Rotten Tomatoes-ზე ფილმის საერთო რეიტინგია 28% (287 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[10] მიუხედავად უარყოფითი შეფასებებისა, იგი წარმატებული აღმოჩდა კომერციულად, მთლიანი შემოსავალი შეადგენს 855 მილიონ აშშ დოლარს, რითაც იქცა 2018 წლის მეექვსე ყველაზე შემოსავლიან ფილმად. 2020 წლის 2 ოქტომბრისთვის დაგეგმილია ფილმის გაგრძელების გამოშვება.[11][12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Film releases. Variety Insight. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2018.
  2. Weintraub, Steve. (September 13, 2018) 'Venom' Movie Rating and Runtime Revealed. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 17, 2018. ციტირების თარიღი: September 13, 2018.
  3. D'Alessandro, Anthony. (9 ოქტომბერი, 2018) 'Venom' Flies To Near $90M; 'A Star Is Born' Has Rhythm With $51M As Monday Fall Holidays Propel Box Office. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი, 2018. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2018.
  4. Venom (2018). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2019.
  5. Ha, Anthony. (1 აგვისტო, 2018) Tom Hardy's 'Venom' has a lot to say in his new trailer. ციტატა: „By the way, you may have noticed the "In Association With Marvel" card at the beginning of the trailer. That phrasing is a little hint at the film's convoluted connection to the Marvel Cinematic Universe: While a deal between Sony (which controls the film rights to Spider-Man and associated characters) and Disney/Marvel allowed the studios to collaborate on Spider-Man: Homecoming, Venom is meant to kick off a new cinematic universe for Sony, built around Spider-Man's supporting characters like Black Cat and Silver Sable.“ ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2018.
  6. Venom Movie [VenomMovie]. (23 ოქტომბერი, 2017) Day 1. #Venom. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2017
  7. Marc, Christopher. (9 სექტემბერი, 2017) UPDATE: 'Venom' Production Start Delayed Until Late October. Omega Underground. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი, 2017. ციტირების თარიღი: September 10, 2017.
  8. Chitwood, Adam. (=9 დეკემბერი, 2017) The 'Venom' Movie Will Be Primarily Based on These Two Comic Runs. Collider. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2017.
  9. 'Venom': First Reactions from the Premiere. The Hollywood Reporter (1 ოქტომბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-02. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2018.
  10. Venom (2018). ციტირების თარიღი: December 7, 2018.
  11. Kroll, Justin. (7 იანვარი, 2019) ‘Venom’ Sequel in Works With Kelly Marcel Returning to Pen Script (EXCLUSIVE). Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი, 2019. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2019.
  12. Donnelly, Matt. (21 სექტემბერი, 2018) Sony Dates Two Marvel Movies for 2020. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი, 2018. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2018.