ვაჯრაიანა (სანსკრ. वज्रयान Vajrayāna; ტიბ. დორჯე თეპა „ალმასის გზა“; მონღ. Очирт хөлгөн, Ochirt Hölgön) — ბუდიზმის ტანტრული მიმართულება, წარმოიშვა მაჰაიანას გარემოცვაში ახ. წ. V საუკუნეში. ალბათ, ვაჯრაიანას საფუძვლებში დევს ინდური ტანტრიზმი, თუმცა ბევრი თანამედროვე მკვლევარი ამ მოსაზრებას უარყოფს, ბუდისტურ ტანტრიზმს დამოუკიდებლად განვითარებად მიმდინარეობად გამოყოფენ. ვაჯრაიანა გავრცელებულია ტიბეტში, ნეპალში, მონღოლეთში, რუსეთში, ბჰუტანსა და იაპონიაში (შინგონის სკოლა).

ბუდას თვალები, სვაიამბჰუნათი, კატმანდუ, ნეპალი

მე-8 საუკუნის დასაწყისიდან ვაჯრაიანაში სხვადასხვა ბუდისტურმა სკოლებმა დაიწყეს გამოყოფა: ნიინგმა, კაგიუ, კარმაპა, დუგპა, საკია, კადამპა, გელუგპა. კადამპას გარდა ყველა ეს სკოლა დღემდე შემორჩა.

ასევე ჰქვია ტანტრული ბუდიზმი, ტანტრაიანა (ტანტრის ბორბალი), მანტრაიანა (მანტრის ბორბალი), ფალაიანა (შედეგის ბორბალი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება