ტერმინს „ვახტანგ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვახტანგ.

ვახტანგ I გურიელი (გ. 1592) — გურიის მთავარი 1583-1587 წლებში.

ვახტანგ I გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1583
მმართ. დასასრული: 1587
წინამორბედი: გიორგი II გურიელი
მემკვიდრე: გიორგი II გურიელი
გარდ. თარიღი: 1592
მეუღლე: თამარი ათაბაგის ასული
შვილები: თამარ ბატონიშვილი, ქაიხოსრო I გურიელი
დინასტია: გურიელები

მთავრად დაჯდომამდე საბატონიშვილოდ ჰქონდა ქობულეთის მხარე. მთავრად დასვა სამეგრელოს მთავარმა მამია IV დადიანმა, რომელმაც დაამარცხა გიორგი II გურიელი. ვახტანგ I გურიელის ცოლი იყო ქაიხოსრო II ათაბაგის ასული თამარი. ჰყავდათ შვილები თამარი და ქაიხოსრო. თამარი გათხოვილი იყო პაპუნა ჭილაძეზე. მათი აშენებულია ტყვირის ეკლესიის დასავლეთ ეგვტერი.[1] 1587 წელს ოსმალეთის იმპერიის მხარდაჭერით გიორგი II გურიელმა ვახტანგი ჩამოაგდო და ტახტი დაიბრუნა. მოხსენიებულია შემოქმედის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში მეუღლით და ძით. დაკრძალულია იქვე.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 11.