ვახტანგ ჭელიძე (ფეხბურთელი)

ვახტანგ ჭელიძე (დ. 1 იანვარი, 1945, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 22 მარტი, 1995, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1967, 1971, 1972, 1976 გ., შ.), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) და ფინალისტი (1970) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1964).

ვახტანგ ჭელიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვახტანგ ვლადიმერის ძე ჭელიძე
დაბადების
თარიღი
1 იანვარი, 1945
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
22 მარტი, 1995 (50 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველო
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1965–1976 დინამო თბ. 247 (7)
ეროვნული ნაკრები
1966 სსრკ (ოლიმპ.) 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში ჩატარებული აქვს ერთი მატჩი.[1]

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[2][3][4][5][6]

ვახტანგ ჭელიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 257 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 8 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან ერთი შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 7 — უეფა-ს თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ მან ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.

მიღწევები რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976 [7]
  • ფინალისტი: 1970 [8][9]

საერთაშორისო ტურნირები რედაქტირება

  დინამო თბილისი
  • კარაველას თასი: 1973 [10]

ლიტერატურა რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 10 ნოემბერი „დინამოს“ ისტორიაში — 1974 წლის 10 ნოემბერს „დინამომ“ სტუმრად, კიშინიოვში, ადგილობრივი „ნისტრუ“ ორბურთიანი სხვაობით — 3–1 დაამარცხა. თბილისელთაგან ორი გოლი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანა, ერთი ბურთი კი ვახტანგ ჭელიძის აქტივშია. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  2. „კარაველას თასი“. fcdinamo.ge. 19 აგვისტო, 2013. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. „Trofeo Colombino de fútbol“. es.wikipedia.org. 1 ნოემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. „Динамо (Тбилиси) – Бенфика (Лиссабон, Португалия) 3–1“. fc-dynamo.ru. 2 თებერვალი, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. „IX Trofeo Colombino de fútbol“. dinamo-tbilisi.ru. 5 მარტი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-18. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  6. "კარაველას" რაინდები“. opentext.org.ge. 22 აგვისტო, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-15. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. ვახტანგ ჭელიძე სსრ კავშირის საფეხბურთო თასით — ეროვნული ფოტომატიანე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  8. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (29 თებერვალი, 2012). Soviet Union Cup 1970 — Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 15 ივლისი, 2018.
  9. „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი — 8 აგვისტო, 1970. "Динамо" (Москва) - "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Голы: 1:0 В.Эштреков (17), 2:0 Г.Еврюжихин (62), 2:1 Ш.Хинчагашвили (67). 8 августа 1970. 18:00. Финал. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. Второй тайм электроосвещение. Ясно. 24 градуса. 103000 зрителей. Источник: Интернет ресурсы & Ткачук И.А.; Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
  10. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე. 19 აგვისტო, 1973. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.