ვაშლოვანის ეროვნული პარკი

ეს სტატია ეროვნული პარკის შესახებაა. ნაკრძალისათვის, იხილეთ ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ ვაშლოვანი

ვაშლოვანის ეროვნული პარკიეროვნული პარკი საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 25 021 ჰექტარია.[1] ჰავა მშრალი და ზომიერია. ვაშლოვანის ეროვნული პარკი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიასთან ერთად მოიცავს ნაკლებად სახეცვლილ ბუნებრივ ეკოსისტემებს. დააცულია ავშიან - ჩარანიანი ველები, საკმლისხიან - ღვიიანი კორომები, ალაზნის ჭალები და მთისწინების რცხილნარ - მუხნარები.

ვაშლოვანის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა კახეთი, საქართველო
უახლოესი ქალაქი დედოფლისწყარო
ფართობი 25 021 ჰა
დაარსდა 2003
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ვაშლოვანის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ივრის ზეგანზე. ეროვნულ პარკს რკალისებური ფორმა აქვს. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება მდ. ალაზანი, რომელზედაც გადის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანთან, სამხრეთიდან – ელდარის დაბლობი და მდ. ლეკისწყალი – უსახელო მთის მასივის მონაკვეთზე გამავალი სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანთან, დასავლეთიდან – პატარა შირაქისა და ელდარის დაბლობის დამაკავშირებელი მილების ხევი, ჩრდილოეთიდან – ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და დიდი შირაქის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები (სახნავები, საძოვრები).[1]

პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს დათვი, ფოცხვერი, წავი, გარეული ღორი, აფთარი, მგელი, შავარდენი, კოლხური ხოხობი, ბულბული.

გადაადგილება შესაძლებელია ფეხით, ცხენით, ნიჩბიანი ნავით და მანქანით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება