ვაშლანა, ჩიტაკომშა (ლათ. Cotoneaster) — მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა 1-3 -მდე სიმაღლის ბუჩქებია.

ვაშლანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ვარდისებრთა
ლათინური სახელი
Cotoneaster

100-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში 8 სახეობა გვხვდება. მათგან აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ბუჩქია ჩიტაკომშა (ლათ. Cotoneaster racemiflora). 1 მ-მდე სიმაღლისაა. მისი ნორჩი ტოტები ქეჩისებრ შებუსვილია, დანარჩენი შიშველი და ყავისფერი ან ალუბლისფერია. ნაყოფი კაშკაშა წითელია. იზრდება ბუჩქნარებსა და ქვიან ფერდობებზე მთის შუა სარტყლამდე. ვაშლანა გვალგამძლე მცენარეა, იყენებენ ხრიოკი ფერდობების გასამწვანებლად.

ლიტერატურა რედაქტირება