ვარშავის გეტომეორე მსოფლიო ომის ჰოლოკოსტის დროს ნაცისტური გერმანიის მთავრობის მიერ შექმნილი ებრაელთა უდიდესი კონცენტრირებული დასახლება. მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში შიმშილით, ავადმყოფობითა და საკონცენტრაციო თუ გასანადგურებელ ბანაკებში დეპორტაციებით გეტოს მოსახლეობა სავარაუდო 450 000-დან 37 000-მდე შემცირდა. სწორედ აქ მოხდა ვარშავის გეტოს აჯანყება, რომელიც ერთ-ერთი პირველი მასობრივი დაუმორჩილებლობა იყო ნაცისტების ოკუპაციის წინააღმდეგ ევროპაში.

ვარშავის გეტოს რუკა. წითელი ხაზით მონიშნულია გეტოს საწყისი საზღვრები, ხოლო მუქად აღნიშნულია გეტოს ძირითადი ნაწილი. რუხი ზონები ქარხნებისაა. შავი ხაზებით მონიშნულია 1943 წელს შემცირებული ზონა, ხოლო მწვანედ შეფერილი რაიონი მორჩილი პოლონელების დასახლებაა. #5-ით აღნიშნულია სადგური, საიდანაც ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკში გაჰყავდათ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: