ვარსკვლავური ომები: ბედისწერის ძალები


ვარსკვლავური ომები: ბედისწერის ძალები“ (ინგლ. Star Wars Forces of Destiny) — ამერიკული 2D ანიმაციური ტელესერიალი, რომელიც ქვეყნდება Disney-ის YouTube-არხზე. მოიცავს რა „ვარსკვლავური ომების“ რამდენიმე ეპოქას, იგი არის ფრენჩაიზის ქალი პერსონაჟების შესახებ სამწუთიანი ეპიზოდების კრებული. სერიალის პრემიერა გაიმართა 2017 წლის 3 ივლისს. ყოველდღე ქვეყნდებოდა რვა ეპიზოდი, რომელთა ტელეპრემიერა გაიმართა Disney Channel-ზე 9 ივლისს. რვა დამატებითი ეპიზოდი გამოვა 2017 წლის ბოლოს.

ვარსკვლავური ომები: ბედისწერის ძალები
ჟანრი
ავტორი
ეფუძნება ვარსკვლავური ომები
ჯორჯ ლუკასი
შეიმუშავა დეივ ფილონი
რეჟისორი ბრედ როუ
გახმოვანება
მთხრობელი ლუპიტა ნიონგ’ო
კომპოზიტორ(ებ)ი რაიან შორი[1]
ქვეყანა აშშ
სეზონი 2
ეპიზოდი 16 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი კერი ბეკი
დეივ ფილონი
პროდიუსერ(ებ)ი 2–3 წთ.
ხანგრძლივობა დაახლ. 22 წთ.
კომპანია Lucasfilm Animation
Ghostbot
ეთერი
ორიგინალური არხი YouTube
ეთერში 3 ივლისი, 2017 (2017-07-03) — დღემდე
რესურსები ინტერნეტში

სერიალის მომზადების შესახებ პირველად ცნობილი გახდა 2017 წლის აპრილში „Star Wars Celebration“-ის ფარგლებში. „ბედისწერის ძალები“ არის Disney Consumer Products and Interactive Media-ის ფრენჩაიზული დამატება, რომელსაც ახლავს Hasbro-ს თოჯინების სერიაც და მოზარდებზე გათვლილი წიგნები. ეს არის 2003 წლის „კლონების ომების“ შემდეგ Lucasfilm-ის პირველი ნახატი ანიმაციური სერიალი და Lucasfilm Animation-ის პირველი 2D პროექტი, რომელიც „კლონების ომების“ შემდეგ შემუშავდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Baver, Kristin. 5 Highlights from Star Wars Forces of Destiny: "The Padawan Path" | StarWars.com. Lucasfilm (July 6, 2017). ციტირების თარიღი: July 18, 2017.