ვარდენისის ქედი (სომხ. Վարդենիսի լեռնաշղթա) — ქედი სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სომხეთში. სამხრეთიდან ეკვრის სევანის ტბას. სიგრძე დაახლოებით 60 კმ, სიმაღლე 3522 მ-მდე (მთა ვარდენისი). უმთავრესად აგებულია ბაზალტებითა და ანდეზიტებით. კალთებზე მთის ქსეროფიტული სტეპია, ზემოთ — ალპური მდელო.

ვარდენისის ქედი
ვარდენისის ქედი
ვარდენისის ქედი
კოორდინატები: 39°58′10″ ჩ. გ. 45°22′23″ ა. გ. / 39.96944° ჩ. გ. 45.37306° ა. გ. / 39.96944; 45.37306
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
უმაღლესი წერტილი ვარდენისი
სიმაღლე 3522 
სიგრძე 60 კმ
ვარდენისის ქედი — სომხეთი
ვარდენისის ქედი

ლიტერატურა რედაქტირება