ვანისქედი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ვანისქედისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მთისპირის თემში (სოფლები: ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, უკანავა). მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 280 მ. მთისპირიდან 4 კმ., ოზურგეთიდან 20 კმ. სოფელში დგას XI-XIII საუკუნეების ეკლესია. დაბლა ვანისქედში მოქმედებს მუსლიმური სალოცავი — ჯამე.

სოფელი
ვანისქედი

პანორამული ხედი ვანისქედიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი მთისპირი
კოორდინატები 41°56′30″ ჩ. გ. 42°10′45″ ა. გ. / 41.94167° ჩ. გ. 42.17917° ა. გ. / 41.94167; 42.17917
ცენტრის სიმაღლე 280
მოსახლეობა 215[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვანისქედი — საქართველო
ვანისქედი
ვანისქედი — გურიის მხარე
ვანისქედი

ეკლესია რედაქტირება

 
ვანისქედის ეკლესია

სოფელში დგას კულტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლი, დარბაზული ეკლესია, სამშენებლო წარწერით, რომელიც XI-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს XVII და XIX საუკუნეებში. XX სასუკუნის 30-იან წლებში დანგრეული ტაძარი ხელახლა ააშენეს 2007 წელს. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში XIX საუკუნის 70-იან წლებში ინახებოდა ძველი საეკლესიო წიგნები: „მოკლე ჟამნ-გულანი“ და „ვრცელი ჟამნ-გულანი“. ორთავე გადაუწერია ვინმე „ცოდვილ გრიგოლ შუბლაძეს“. ვრცელ გულანს ახლავს „ასწლიანი კვინკლოსი“ და ქორონიკონი 1729-1749 წწ.[2]

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 755
1911[4]   1195
2002   335
2014   215 103 112

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

ვანისქედში დაიბადნენ:

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.175 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  3. «Кавказский календарь» на 1910 год
  4. Кавказский календарь на 1912 год