ვანდა მეტროპოლიტანო (სტადიონი)

ესტადიო ვანდა მეტროპოლიტანო — საფეხბურთო სტადიონი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. მადრიდის „ატლეტიკოს“ საშინაო არენა.

ვანდა მეტროპოლიტანო
სრული სახელი ესტადიო ვანდა მეტროპოლიტანო
მდებარეობა მადრიდი, ესპანეთი
გაიხსნა 6 სექტემბერი, 1994
აღდგა 16 სექტემბერი, 2017
დაიხურა 2004
მესაკუთრე

მადრიდის ავტონომიური გაერთიანება (1992-2002)

მადრიდი (2002-2017)
ატლეტიკო მადრიდი (2017-)
ოპერატორი ატლეტიკო მადრიდი
კონსტრუქციის ღირებულება 310 მილიონი ევრო [1]
ტევადობა 67 703
გუნდები
ატლეტიკო მადრიდი

სტადიონის სახელი უკავშირდება მის სპონსორს, ვანდა ჯგუფს, რომელიც ს.კ. ატლეტიკოს აქციების 20 პროცენტს ფლობს, ხოლო სტადიონის სპონსორი მინიმუმ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება.

თავდაპირველად არენა გაიხსნა 1994 წლის 6 სექტემბერს როგორც მსუბუქი ათლეტიკის სტადიონი. იგი მაშინ მადრიდის ავტონომიური გაერთიანებას ეკუთვნოდა. 2002 წელს სტადიონი ქალაქ მადრიდის მფლობელობაში გადავიდა, 2008 წელს კი ს.კ. ატლეტიკომ მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სტადიონის რეფორმირების პროექტის დასრულების შემდეგ იგი მას გადაეცემა 2017 წელს.

პირველი მატჩი ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართა „ატლეტიკოსა“ და „მალაგას“ შორის 2017 წლის 16 სექტემბერს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფარგლებში. მასპინძლებმა 1-0 გაიმარჯვეს.

2019 წელს სტადიონზე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა. „ლივერპულმა“ 2-0 დაამარცხა „ტოტენჰემი“ და მეექვსედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს. [2]

სქოლიო რედაქტირება

  1. “El Wanda Metropolitano cuesta 310M€ y el Atleti ha puesto 170”.
  2. „Madrid to host UEFA Champions League Final 2019“. UFEA.com. Union of European Football Associations. 20 September 2017. ციტირების თარიღი: 20 September 2017.