ვანდა გერცი (პოლ. Wanda Gertz, დ. 13 აპრილი, 1896 — გ. 10 ნოემბერი, 1958) — პოლონელი სამხედრო მოღვაწე, რომელმაც თავისი კარიერა პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო პოლონურ ლეგიონში, სადაც კაცის ფორმაში გადაცმული „კაზიმეჟ „კაზიკ“ ჟუხოვიჩის“ ფსევდონიმით მსახურობდა. პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის დროს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ქალთა მოხალისე ლეგიონში იბრძოდა. პირველ მსოფლიო ომსა და მეორე მსოფლიო ომის შუალედში მან სათადარიგო ოფიცრის სტატუსო მოიპოვა, მაგრამ დისკრიმინაციის გამო ტიტული კვლავ ჩამოერთვა. იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა იუზეფ პილსუდსკისთან და ქალებისთვის სამხედრო ნაწილებში ჩართვის უფლებისთვის იბრძოდა.

ვანდა გერც ფონ შილესი
პოლ. Wanda Gertz
ეროვნება პოლონელი
დაბადების თარიღი 13 აპრილი, 1896[1]
დაბადების ადგილი ვარშავა, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი, 1958
გარდაცვალების ადგილი ლონდონი, ინგლისი
კუთვნილება პოლონეთის ქვეითი ძალები
ჯარის სახეობა Service for Poland's Victory და Armia Krajowa
სამხედრო სამსახურის წლები 1915–1921
1939–1949
წოდება მაიორი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი,
პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი,
მეორე მსოფლიო ომი (ვარშავის აჯანყება)
ჯილდოები პოლონეთის აღორძინების ორდენის კავალერი, Cross of Independence with Swords, Silver Cross of the Virtuti Militari და Gold Cross of Merit‎

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მისი გამოცდილება და შესაძლებლობები საბოლოოდ აღიარეს და 1939 წელს შიდა არმიის ქალთა ბატალიონის ოფიცერად და მეთაურად დანიშნეს.[2] მას მიენიჭა პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოები, რაც იშვიათია მისი თაობის ნებისმიერი ქალისთვის.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ვანდა გერც ფონ შილესი დაიბადა ვარშავაში, ფლორენტინასა და იან გერც ფონ შილესის ოჯახში. მისი ოჯახი წარმოშობით საქსონიიდან იყო, მაგრამ XVIII საუკუნის განმავლობაში პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში დასახლდნენ. გერცის მამა იბრძოდა 1863–1864 წლების იანვრის აჯანყებაში, რის გამოც ვანდას მამამისისა და მისი მეგობრების მრავალი ისტორია ჰქონდა მოსმენილი.

1913 წელს გერცმა დაასრულა კუზიენკოვას გიმნაზია ვარშავაში. სწავლის დასრულების შემდეგ ის ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებს სწავლობდა ვარშავის სავაჭრო პალატაში.[3] პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს, იგი შეუერთდა პოლონეთის კონფედერაციას (Konfederacja Polska), ეროვნული დამოუკიდებლობის ორგანიზაციას. ამ პერიოდში გერცი საინფორმაციო ბროშურებს არიგებდა და ტყვეებისთვის ტანსაცმელს კერავდა. შემდეგ ის ვარშავის მე-4 ბატალიონს შეუერთდა, მაგრამ 1915 წლის აგვისტოს შემდეგ, ქალებს ფრონტის ხაზზე მსახურება აეკრძალათ.[3]

მეორე მსოფლიო ომი რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე, 1939 წლის სექტემბერში, გერცი იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, ვინც შეუერთდა მოწინააღმდეგეთა მოძრაობას, პოლონეთის გამარჯვების სამსახურს (Służba Zwycięstwu Polski - SZP), რომელიც მუშაობდა კოდური სახელით „ლენა“.[4] ის მუშაობდა როგორც კურიერი და იყო დივიზიის მეთაურის, სტანისლავ კოზარსკის თანაშემწე. 1942 წლის აპრილში გერცს დაევალა ახალი დანაყოფის ქალთა განრიდების და საბოტაჟის განყოფილების (პოლ. Dywersja i Sabotaż Kobiet - "oddział Dysk) შექმნა და მეთაურობა. მისი დანაყოფის წევრები თავს ესხმოდნენ გერმანიის სამხედრო მოსამსახურეებს, აეროდრომებს, მატარებლებსა და ხიდებს. . მას მაიორის წოდება 1944 წლის სექტემბერში მიენიჭა.[5]

 
ქალი მოხალისე ჯარისკაცები პოლონურ არმიაში 1920 წელს

გერცი მოგვიანებით დააკავეს როგორც მაიორი კაზიკი. როგორც ტყვე ის იმყოფებოდა ტყვეთა ბანაკებში ოჟაროვში, ლამბიონივცეში და მიულბერგში და ბოლოს 1944 წლის ბოლოს ჩავიდა მოლსდორფში.[3] 1945 წლის 5 აპრილს მოლსდორფის ტყვეები მიიყვანეს ბლანკენჰეინის მახლობლად[6] 1945 წლის 13 მაისს კი ამერიკის შეერთებული შტატების 89-ე დანაყოფმა ტყვეები გაათავისუფლა.[7]

ომის შემდგომი პერიოდი რედაქტირება

გერმანიაში მოკავშირეთა პოლონური ძალების შემადგენლობაში ყოფნისას გერცი გაერთიანებულ სამეფოში წავიდა. მოგვიანებით მან უკან დაბრუნება და ქალთა შინაგანი არმიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. მან იმოგზაურა გერმანიასა და იტალიაში დევნილი პოლონელი ქალების მოსაძებნად. 1946 წლის მაისიდან 1949 წლის თებერვლამდე ვანდა ქალი ჯარისკაცების ინსპექტორად მსახურობდა ინგლისის ჩრდილოეთით. დემობილიზაციის შემდეგ გერცი სასადილოში მუშაობდა სიმსივნით გარდაცვალებამდე, 1958 წლის 10 ნოემბრამდე. მის დაკრძალვას ესწრებოდნენ ყოფილი სამხედრო მოღვაწეები: ალექსანდრა პილსუდსკა და გენერალები მიხალ ტადეუშ კარაშევიჩ-ტოკაჟევსკი და თადეუშ ბორ-კომოროვსკი. 1960 წელს მისი ფერფლი პოლონეთში ჩაიტანეს და პოვაზკის სამხედრო სასაფლაოზე დამარხეს.[3][8]

ჯილდოები რედაქტირება

  •   ვირტუტის სამხედრო ვერცხლისფერი ჯვარი;
  •   პოლონია რესტიტუტას რაინდის ჯვრის ორდენი (პოლ. Krzyż Kawalerski Orderu Odrodzenia Polski), რომელიც გერცს გადაეცა გარდაცვალების შემდეგ;
  •   ვალოურის ჯვარი, ხუთჯერ, პირველად 1921 წელს;[9][10]
  •   დამოუკიდებლობის ჯვარი ხმლებთან ერთად;
  •   მერიტის ოქროს ჯვარი ხმლებთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://archiv.zawiw.de/sites/www.unless-women.eu/biography-details/items/gertz.95.html
  2. Dzień Niepodległości w Muzeum Powstania Warszawskiego. Co się dzieje 11.11.2017 w Warszawie? pl. ციტირების თარიღი: 14 June 2018.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Nowakowska, Anna. (2012)Wanda Gertz - the woman who was born a soldier pl. Muzeum Historii Kobiet ("Museum of Women's History"). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 24 April 2012.
  4. Cieciura, Marek. (21 March 2015) Historia Armii Krajowej - Leksykon w Postaci elektronicznej: Tematy Podstawowe, Część 1 pl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი 2021. ციტირების თარიღი: 23 მარტი 2021.
  5. Powstańcze Biogramy - Wanda Gertz pl. ციტირების თარიღი: 14 June 2018.
  6. Janaszek-Seydlitz, Maciej. (2012)Home Army Women Soldiers in German prisoner of war camps. Warsaw Uprising Memorial Association. ციტირების თარიღი: 24 April 2012.
  7. (1945) Rolling Ahead!: The Story of the 89th Infantry Division, G.I. Stories. Paris: Stars & Stripes. ციტირების თარიღი: 24 April 2012. 
  8. Cmentarium - Spis pochowanych na Cmentarzu Komunalnym Powązki w Warszawie pl. sowa.website.pl (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 25 April 2012.
  9. (12 December 1959) Komunikat o nadaniu Orderu Odrodzenia Polski, გვ. 52. [მკვდარი ბმული]
  10. Rozkaz Ministra Spraw Wojskowych L. 2142 z 1921 r. (Dziennik Personalny z 1922 r. Nr 1, s. 84) by order of the Minister of War.