ვანგარი მაატაი (ინგლ. Wangari Maathai; 1 აპრილი 194025 სექტემბერი 2011[1][2]) — კენიელი საზოგადო მოღვაწე. 2004 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში და პირველი აფრიკელი, ვისაც ნობელის აღნიშნული პრემია გადაეცა. აქტიურად იბრძოდა კენიაში დემოკრატიის განვითარებისათვის. იყო მოძრაობა მწვანე სარტყლის დამაარსებელი, უფლებადამცველი და კენიის პარლამენტის წევრი.

ვანგარი მაატაი

1977 წელს მაათაიმ დააფუძნა მწვანე ქამრის მოძრაობა, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია, ფოკუსირებული ხეების დარგვაზე, გარემოს დაცვასა და ქალთა უფლებებზე. 1984 წელს მას მიენიჭა ჯილდო „სწორი ცხოვრების სტილი“ „კენიის ეკოლოგიური დებატების ტყის ხელახალი განაშენიანების მოქმედებად გარდაქმნისთვის". მაატაი იყო კენიის პარლამენტის წევრი და 2003 წლის იანვრიდან 2005 წლის ნოემბრამდე, პრეზიდენტ მვაი კიბაკის მთავრობაში ეკავა მინისტრის თანაშემწის თანამდებობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში. იგი იყო მსოფლიო მომავლის საბჭოს საპატიო მრჩეველი. მაატაი გარდაიცვალა საკვერცხის კიბოს მიერ გამოწვეული გართულებებით, 2011 წლის 25 სექტემბერს.

ადრეული ცხოვრება და განათლება რედაქტირება

მაატაი დაიბადა 1940 წლის 1 აპრილს კენიის კოლონიის ცენტრალურ მაღალმთიანეთში, ნიერის რაიონის სოფელ იჰითეში. მისი ოჯახი იყო კიკუიუ, კენიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი, რომელიც რამდენიმე თაობის განმავლობაში ცხოვრობდა ამ მხარეში. დაახლოებით 1943 წელს მაათის ოჯახი გადასახლდა თეთრკანიანთა მეურნეობაში რიფტის ხეობაში, ქალაქ ნაკურუს მახლობლად, სადაც მამამისმა იპოვა სამუშაო. 1947 წლის ბოლოს ის დედასთან ერთად დაბრუნდა იჰიტეში, რადგან მისი ორი ძმა სოფელში დაწყებით სკოლაში სწავლობდა, ხოლო ფერმაში, სადაც მამა მუშაობდა, სკოლა არ იყო. მისი მამა ფერმაში დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ, რვა წლის ასაკში, იგი შეუერთდა ძმებს იჰითეს დაწყებით სკოლაში.

11 წლის ასაკში მაატაი გადავიდა წმინდა სესილიას შუალედურ დაწყებით სკოლაში, ნიერის მატარის კათოლიკური მისიის პანსიონში. მაატაი ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა წმინდა სესილიაში. ამ დროის განმავლობაში მან კარგად შეისწავლა ინგლისური და მიიღო კათოლიციზმი. იგი მონაწილეობდა „მერის ლეგიონში“, რომლის წევრები ცდილობდნენ „ემსახურათ ღმერთისთვის, კაცობრიობის მსახურებით". წმიდა სესილიაში სწავლის შედეგად, იგი შეიფარეს მაუ მაუს აჯანყებისას, რამაც დედამისი აიძულა დაეტოვებინა სახლი და გადასულიყო საგანგებო სოფელში იჰიტეში. 1956 წელს, როდესაც დაამტავრა სწავლა წმ. სესილის სკოლაში, კლასში რეიტინგით იყო პირველი და მიიღეს კენიის გოგონების ერთადერთ კათოლიკურ საშუალო სკოლაში, ლორეტოს საშუალო სკოლაში, ლიმურუში. აღმოსავლეთ აფრიკის კოლონიალიზმის დასასრულის მოლოდინში კენიელი პოლიტიკოსები, მათ შორის ტომ მბოია, ეძებდნენ გზებს, რომლებითაც პერსპექტიული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა დასავლეთის ქვეყნებში განათლების მიღება. ჯონ კენედი, მაშინ შეერთებული შტატების სენატორი, დათანხმდა ჯოზეფ პ. კენედი უმცროსის ფონდის საშუალებით დაეფინანსებინა მსგავსი პროგრამა, ინიციატივა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორ “The Kennedy Airlift” ან “Airlift Africa”. მაატაი იყო ერთ-ერთი იმ 300 კენიელიდან, ვინც 1960 წლის სექტემბერში შეერთებულ შტატებში სასწავლებლად აირჩიეს.

მან მოიპოვა სტიპენდია მაუნთ სენტ-შოლასტიკას კოლეჯში, ატჩისონში, კანზასში, სადაც მისი მეიჯორი იყო ბიოლოგია, მაინორად კი სწავლობდა ქიმიასა და გერმანულს. მას შემდეგ, რაც 1964 წელს მიიღო ბაკალვრის ხარისხი მეცნიერების განხრით, მან სწავლა გააგრძელა პიცბურგის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ბიოლოგიაში. მისი ასპირანტურა დააფინანსა აფრიკა-ამერიკის ინსტიტუტმა, და პიტსბურგში ყოფნის დროს მან პირველად ეზიარა გარემოსდაცვით რესტავრაციას, როდესაც ადგილობრივი გარემოსდამცველები ცდილობდნენ გაეწმინდათ ქალაქი დაბინძურებული ჰაერისგან. 1966 წლის იანვარში მაათაიმ მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიოლოგიურ მეცნიერებებში, და დაინიშნა ნაირობიის საუნივერსიტეტო კოლეჯის ზოოლოგიის პროფესორის სამეცნიერო ასისტენტის თანამდებობაზე. კენიაში დაბრუნებისთანავე მაათაიმ ამჯობინა გამოეყენებინა დაბადების სახელი ვენგარი მუტა. როდესაც ის მივიდა უნივერსიტეტში ახალი სამსახურის დასაწყებად, შეატყობინეს, რომ ამ ადგილას უკვე სხვა იყო დანიშნული. მაათაის სჯეროდა, რომ ეს იყო გენდერული და ტომობრივი მიკერძოებით განპირობებული. სამუშაოს ორთვიანი ძებნის შემდეგ, პროფესორმა რეინჰოლდ ჰოფმანმა, გერმანიის გისენის უნივერსიტეტიდან, შესთავაზა მას სამეცნიერო ასისტენტის თანამდებობა, ვეტერინარული ანატომიის ახლად დაარსებული დეპარტამენტის მიკროანატომიის განყოფილებაში, ვეტერინარული მედიცინის სკოლაში, ნაირობის საუნივერსიტეტო კოლეჯში. 1966 წლის აპრილში მან გაიცნო მვანგი მათაი, კენიელი, რომელიც ასევე სწავლობდა ამერიკაში და რომელიც გახდა მისი მეუღლე. მან ასევე დაიქირავა პატარა მაღაზია ქალაქში და დააარსა უნივერსალური მაღაზია, სადაც მისი დები მუშაობდნენ. 1967 წელს პროფესორ ჰოფმანის წაქეზებით იგი დოქტორანტურის მისაღებად გაემგზავრა გერმანიაში, გისენის უნივერსიტეტში. იგი სწავლობდა როგორც გისენში, ასევე მიუნხენის უნივერსიტეტში.

1969 წლის გაზაფხულზე იგი დაბრუნდა ნაირობიში, რათა გაეგრძელებინა სწავლა ნაირობის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ლექტორის თანაშემწედ. მაისში მან და მვანგი მათაიმ იქორწინეს. იმავე წელს, ის ორსულად დარჩა თავის პირველ შვილზე, მისმა მეუღლემ კი კენჭი იყარა პარლამენტში ადგილის მისაღებად, მაგრამ წააგო მცირე სხვაობით. არჩევნების მსვლელობისას მოკლეს ტომ მბოია. ამან განაპირობა ის, რომ პრეზიდენტმა კენიატტამ ეფექტურად დაასრულა მრავალპარტიული დემოკრატია კენიაში. ცოტა ხნის შემდეგ დაიბადა მისი პირველი ვაჟი, ვავერუ. 1971 წელს იგი გახდა პირველი აღმოსავლეთ აფრიკელი ქალი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი, სადოქტოროთი ვეტერინარულ ანატომიაში ნაირობის უნივერსიტეტის კოლეჯში, რომელიც შემდეგ წელს გახდა ნაირობის უნივერსიტეტი. მან დაასრულა დისერტაცია მსხვილფეხა რქოსან ცხოველებში გონადების განვითარებისა და დიფერენციაციის შესახებ. მისი ქალიშვილი, ვანჯირა, დაიბადა 1971 წლის დეკემბერში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება