ვანატინაი (ინგლ. Vanatinai; ასევე ტაგულა (ინგლ. Tagula), სადესტი (ინგლ. Sudest)) — კუნძული წყნარ ოკეანეში ლუიზიადის არქიპელაგის შემადგენლობაში. ეკუთვნის პაპუა-ახალი გვინეის სახელმწიფოს. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის.

ვანატინაი
მშობ. სახელი: ინგლ. Vanatinai

ლუიზიადის არქიპელაგი
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 11°30′ ს. გ. 153°26′ ა. გ. / 11.500° ს. გ. 153.433° ა. გ. / -11.500; 153.433
ფართობი 865,7 კმ²
სიგრძე 71 კმ
სიგანე 15 კმ
უმაღლესი წერტილი 806 მ
რიუს მთა
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი პაპუა
პროვინცია მილნ-ბეი
დემოგრაფია
მოსახლეობა 2300 (1978)
სიმჭიდროვე 2,657 ად. /კმ²

გეოგრაფია რედაქტირება

ვანატინაი მდებარეობს ლუიზიადის არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილში, დაახლოებით 362 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით ახალი გვინეის კუნძულიდან. გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს შერეული — ვულკანური და მარჯნული წარმოშობა. კუნძულის საერთო ფართობი შეადგენს 865,7 კმ²-ს, რის შედეგადაც ის სიდიდით ყველაზე დიდი კუნძულია ლუიზიადის არქიპელაგში. კუნძულის სიგრძე შეადგენს 71 კმ-ს, ხოლო სიგანე — 15 კმ-ს.[1] კუნძულის ზედაპირი მთიანი და უსწორმასწოროა, ცენტრში მდებარეობს მთის ქედი, რომლის უმაღლესი წერტილი — რიუს მთა აღწევს 806 მეტრს.[1] სხვა მაღალი მწვერვალებია — მადაუს მთები (269 მ), განგულუა (439 მ), არუმბი (350 მ). ვანატინაი, როგორც ლუიზიადის არქიპელაგის სხვა კუნძულები, შემოფარგლულია ვრცელი ბარიერული რიფით, რომელიც ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლაგუნას.[2]

ისტორია რედაქტირება

ევროპელთაგან ვანატინაი პირველმა აღმოაჩინა ესპანელმა მოგზაურმა ლუის ვაეს დე ტორესმა, სავარაუდოდ 1606 წელს.[3] კუნძულელების პირველი დადოკუმენტირებული კონტაქტი ევროპელებთან მოხდა 1849 წელს გემ Rattlesnake-ის ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც იყვნენ ტორესის სრუტის შემსწავლელი ექსპედიციის წევრები.[4] 1830-იან წლებში კუნძულს, სავარაუდოდ, სტუმრობდნენ ევროპელი ვაჭრები და ვეშაპის დამჭერები, ხოლო 1888 წელს კუნძულზე აღმოაჩინეს ოქროს მცირე მარაგი, რომელმაც გამოიწვია «ოქროს ციებ-ცხელება» და ლუიზიადის არქიპელაგის ფორმალური ანექსია ბრიტანეთის იმპერიის მიერ, რომელიც გახდა ბრიტანეთის ახალი გვინეის ნაწილი (1904 წლიდან — პაპუას ტერიტორია ავსტრალიის მმართველობის ქვეშ). დაახლოებით იმავე დროს კუნძულზე შეიქმნა ქოქოსის პალმის პლანტაციები.[4] პირველი ქრისტიანი მისიონერები კუნძულზე დაფუძნდნენ მხოლოდ 1947 წელს.[4] 1975 წელს კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.[5]

მოსახლეობა რედაქტირება

1978 წელს კუნძულზე ცხოვრობდა დაახლოებით 2300 ადამიანი. ძირითადი დასახლება მდებარეობს ვანატინაის ჩრდილოეთ სანაპიროზე.

ეკონომიკა რედაქტირება

კუნძულის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა (კოპრის წარმოება).

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Vanatinai. oceandots.com. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
  2. Geoffrey Miles White, Lamont Lindstrom., The Pacific theater: island representations of World War II, University of Hawaii Press, 1989. — P. 207, 433 p, ISBN 0824811461.
  3. Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xv, ISBN 0810853957.
  4. 4.0 4.1 4.2 Geoffrey Miles White, Lamont Lindstrom., The Pacific theater: island representations of World War II, University of Hawaii Press, 1989. — P. 208, 433 p, ISBN 0824811461.
  5. Stanley J. Ulijaszek., Population, Reproduction and Fertility in Melanesia, Berghahn Books, 2008. — P. 92, 256 p, ISBN 1845452690.