სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვალი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვალი (არაბ. ولي, სიტყვასიტყვით — დამცველი) — ოლქის, პროვინციის (ვილაეთის) მმართველი თურქეთსა და ზოგ სხვა მუსლიმანურ ქვეყანაში. ემორჩილება ცენტრალურ ადმინისტრაციას. მინიჭებული აქვს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, მეთაურობს საოლქო ადმინისტრაციულ აპარატს.

გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში „ვალი“ (ირანის შაჰის „მოადგილე“) ეწოდებოდა ქართლის მაჰმადიან მეფეებს, რომლებიც ქვეყანას განაგებდნენ 1632-1744 (როსტომი და სხვები).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 4, გვ. 284, თბ., 1979
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვალი&oldid=4243785“-დან