ვალტერ ფრიდრიხ ჰერმან ნერნსტი (დ. 25 ივნისი, 1864, ბრიზენი, ახლანდელი ვომბჟეზნო, პოლონეთი — გ. 18 ნოემბერი, 1941, ობერ-ციბელე, მუსკაუს მახლობლად, გერმანია) — გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, თანამედროვე ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ვალთერ ნერნსტი
გერმ. Walther Nernst
დაბ. თარიღი 25 ივნისი, 1864(1864-06-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი Wąbrzeźno[8]
გარდ. თარიღი 18 ნოემბერი, 1941(1941-11-18)[2] [3] [4] [5] [6] [7](77 წლის)
გარდ. ადგილი Bad Muskau[6]
დასაფლავებულია გიოტინგენის სასაფლაო
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
 ვაიმარის რესპუბლიკა
საქმიანობა ქიმიკოსი[8] , ფიზიკოსი[8] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი გეტინგენის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და Physikalisch-Technische Bundesanstalt
ალმა-მატერი ციურიხის უნივერსიტეტი, გრაცის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ვიურცბურგის უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[8] და ჰაბილიტაცია
მეუღლე Emma Lohmeyer
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ნობელის პრემია ქიმიაში[9] [10], ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[11] , ბუნზენის მედალი, ფრანკლინის მედალი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[12] და Silliman Memorial Lectures
საიტი nernst.de

ბიოგრაფია რედაქტირება

1883-1887 წლებში სწავლობდა ციურიხის, ბერლინის, გრაცისა და ვიურვბურგის უნივერსიტებში. სპეციალიზაციას იღებდა ფიზიკაში ლუდვიგ ბოლცმანსა და ფ. კოლრაუშთან. სვანტე არენიუსის გავლენით გადაწყვიტა ემუშავა ფიზიკურ ქიმიაში. 1887 დაიწყო მუშაობა ლაიფციგის უნივერსიტეტში ვილჰელმ ოსტვალდის ასისტენტად. 1890 წლიდან გეტინგენის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1891-დან პროფესორი; 1896 წელს უნივერსიტეტთან დააარსა ფიზიკა-ქიმიის ინსტიტუტი. 1902-1933 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის უნივერსიტეტი, იქვე 1905-1922 წლებში ქიმიის ინსტიტუტის, ხოლო 1924-1933 წლებში ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. ძირითადი შრომები ეხება თერმოდინამიკას, ელექტროქიმიასა და ფიზიკურ ქიმიას, 188 ა. ეტინგსჰაუზენთან ერთად აღმოაჩინა ნერნსტ-ეტინგსჰაუზენის ეფექტი. 1888-1889 საფუძველი ჩაუყარა გალვანური ელემენტის ემძ-ის თეორიას. 1890 აღმოაჩინა ნერნსტის გამაწილების კანონი. 1894 დაამტკიცა, რომ გამხსნელის მადისოცირებელი უნარი მით უფრო მეტია, რაც მეტია მისი დიელექტრიკული შეღწევადობა და აღმოაჩინა ელექტროსტრიქციის მოვლენა.

ნერნსტმა ჩამოაყალიბა პრინციპი, რომლის თანახმად, სხეულის ენტროპიის ცვლილება ნულისაკენ მიისწრაფვის, თუ მისი ტემპერატურა მიისწრაფვის ნულისაკენ (ნერნსტის თეორემა). ეს პრინციპი არ გამომდინარეობს თერმოდინამიკის პირველი და მეორე საწყისებიდან და ხშირად მას თერმოდინამიკის მესამე საწყისს უწოდებენ. წონასწორული რეაქციის (N2+O2⇄2NO) შესწავლის საფუძველზე შეიმუშავა ატმოსფერული აზოტისაგან აზოტმჟავას საწარმოო მიღების ფიზიკო-ქიმიური საფუძვლები, ხოლო 1905-1907 სინთეზურად მიიღო ამიაკი. 1918 ახსნა ქლორისა და წყალბადის ურთიერთქმედების რეაქცია ჯაჭვური მექანიზმით.

ნერნსტმა შეადგინა თეორიული ქიმიის სახელმძღვანელო, რომელიც მრავალჯერ გამოიცა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში. გამოაქვეყნა რამდენიმე შრომა კოსმოლოგიის ზოგად საკითხებზე. ნერნსტი იყო მრავალი მევიერებათა აკადემიის წევრი, მათ შორის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1927). მიენიჭა ნობელიის პრემია (1920).

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Kormos-Buchwald D. L. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 6.2 www.accademiadellescienze.it
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Deutsche Nationalbibliothek Record #11858698X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. The Nobel Prize in Chemistry 1920Nobel Foundation.
  10. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  11. https://www.invent.org/inductees/walther-h-nernst
  12. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 259.