ვალე — ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ქალაქი
ვალე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°37′00″ ჩ. გ. 42°52′40″ ა. გ. / 41.61667° ჩ. გ. 42.87778° ა. გ. / 41.61667; 42.87778
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1962
ცენტრის სიმაღლე 1000-1200
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3646[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 83,9 %
სომხები 14,4 %
რუსები 0,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 365[2]
საფოსტო ინდექსი 0800[3]
ვალე — საქართველო
ვალე
ვალე — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ვალე
ვალე — ახალციხის მუნიციპალიტეტი
ვალე

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს მდინარე ფოცხოვისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ერუშეთის ქედის სუსტად დახრილ ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1000-1200 მ. ახალციხიდან 12 კმ. რკინიგზით უკავშირდება ხაშურს. ამჟამად რკინიგზის სადგური არ ფუნქციონირებს.

ვალეში მთიანეთის სტეპის ჰავაა. იცის ცივი მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 9 °C, იანვარში — 3,8 °C, ივლისი 20,2 °C. ნალექები 550 მმ წელიწადში.

ისტორია რედაქტირება

ვალე, როგორც ქალაქი, წარმოიქმნა მურა ნახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით. 1948 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი.[4] ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1962 წელს. დაბალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გამო ნახშირის მოპოვება 1974 წლიდან შემცირდა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ელექტროძრავების ქარხანა, საშენ მასალათა საწარმოები. ამჟამად მოსახლეობა ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო შრომაში.

ღვთისმშობლის ეკლესია რედაქტირება

ვალეში არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ღვთისმშობლის ეკლესია (X-XVI სს.). ახლანდელი ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკაა (XVI ს.), თავდაპირველად კი გუმბათოვანი ტაძარი ყოფილა (X საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი). ფასადზე შემორჩენილია პირვანდელი ტაძრის საკმაოდ მდიდრული დეკორი: კარ-სარკმლის მორთულობა, კარნიზები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიეფური ქანდაკების ნიმუშები — აღმოსავლეთ ცენტრალური სარკმლის კომპოზიცია, საერო პირთა ფიგურები სამხრეთ ფასადზე, დასავლეთი კარის ტიმპანის ცხენოსანთა გამოსახულებანი და სხვა. სამრეკლო შენობის სახურავის კეხზე XIX საუკუნეში არის დადგმული.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3646 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[5] 6333 -- --
2002[5]   5031 -- --
2014[1]   3646 1763 1883

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 27, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
  5. 5.0 5.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვალე&oldid=4616903“-დან