ვალაამის არქიპელაგი

ვალაამის არქიპელაგი (რუს. Валаамский архипелаг) — კუნძულთა ჯგუფი ლადოგის ტბის ჩრდილოეთ ნაწილში, სანაპიროდან 22 კილომეტრის დაშორებით. არქიპელაგი შედგება 50-ზე მეტი კუნძულისგან, ფართობი 36 კმ². ყველაზე დიდი კუნძულია ვალაამი, რომელიც არქიპელაგის თითქმის 2/3 ნაწილს შეადგენს, ვალაამის ფართობია 27,8 კმ². ადმინისტრაციულად არქიპელაგი სორტავალის რაიონს ეკუთვნის (კარელიის რესპუბლიკა).

ვალაამის არქიპელაგი
მშობ. სახელი: Валаамский архипелаг
გეოგრაფია
მდებარეობა ლადოგის ტბა
კოორდინატები 61°22′00″ ჩ. გ. 30°56′00″ ა. გ. / 61.36667° ჩ. გ. 30.93333° ა. გ. / 61.36667; 30.93333
კუნძულთა რაოდენობა 50-ზე მეტი
მთავარი კუნძული ვალაამი
ფართობი 36 კმ²

არქიპელაგის უდიდესი კუნძულია ვალაამი, ხოლო პატარა კუნძულებია: ბაიევიე, კრესტოვიე, მოსკოვსკი, პრედტეჩენსკი, ნიკონოვსკი, დივნი, ემელიანოვი, ობორონი, გოლიი, სავატია, ზოსიმი, სკალისტი, ლუკოვი, ოვსიანი, რჟანოი, ნიკოლსკი. არქიპელაგის ზოგიერთი კუნძული ერთმანეთთან ხიდების საშუალებით არის დაკავშირებული. აქ მდებარეობს ცნობილი ვალაამის მონასტერი[1].

ეტიმოლოგია რედაქტირება

არქიპელაგმა სახელი მიიღო კუნძულ ვალაამის გამო, არსებობს ასევე მეორე ვერსია, რომლის თანახმადაც მისი სახელი შეიძლება მომდინარეობს ფინურ-უგორული სიტყვიდან „валамо“, რაც ქართულად მაღალ (მთიან) მიწას ნიშნავს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება