ვაკიჯვარი

საქართველოს სოფელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ვაკიჯვარისოფელი და კურორტი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ვაკიჯვარი, ფამფალეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა[2], ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია.

სოფელი
ვაკიჯვარი

მდინარე ნატანები სოფელ ვაკიჯვართან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ვაკიჯვარი
კოორდინატები 41°55′02″ ჩ. გ. 42°08′43″ ა. გ. / 41.91722° ჩ. გ. 42.14528° ა. გ. / 41.91722; 42.14528
ადრეული სახელები ვაკეჯვარი
ფართობი 6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 400
მოსახლეობა 597[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 99,5 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაკიჯვარი — საქართველო
ვაკიჯვარი
ვაკიჯვარი — გურიის მხარე
ვაკიჯვარი

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს მდინარე ნატანების ნაპირებზე, ზღვის დონიდან 400 მ. სოფელში არის წითელი რკინის მადანი, აპატიტი. ქანი შეიცავს 7-10 ‰ აპატიტს, ხოლო 41-53 ‰ ფოსფორის ანჰიდრადს. საბადო აღმოაჩინა ინჟინერმა კრუგმა 1912 წელს. მას „ჩხიკვას“ საბადოს ეძახიან. „ჩიჩუას ხევის“ მარჯვენა მხარეზე მოიპოვება მაგნიტური რკინის საბადო, რომელიც პეგმატიტის ძარღვთან არის დაკავშირებული.

სოფლის ერთ-ერთი უბანია თავვაკიჯვარი, რომელიც ცენტრიდან სამი კილომეტრითაა დაშორებული. თავვაკიჯვრიდან მიდის საცალფეხო გზა კურორტ ბახმარომდე.

ისტორია რედაქტირება

 
ვაკიჯვარი 1903 წელს, ანტონ გოგიაშვილის ნახატი

სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები. ასევე ადრეული ანტიკური ხანის კერამიკა და კრამიტის ნამტვრევები.[3] X საუკუნეში აშენდა ვაკიჯვრის ეკლესია.

1828 წლისთვის სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, რომლის სამრევლო შეადგენდა 35 კომლს.[4] რუსეთის იმპერიის დროს შედიოდა ბახვის საზოგადოებაში და ეწოდებოდა ვაკე-ჯვარი. ბახმაროს აღმოჩენამდე ვაკიჯვარი სამკურნალო ადგილად ითვლებოდა. ბახმაროს აღმოჩენის შემდეგ ვაკიჯვარმა, როგორც სააგარაკო ადგილმა, დაკარგა მნიშვნელობა.[5] 1950-იან წლებში სოფელში აშენდა 250 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი.

2000 წელს ძველი ეკლესიის საძირკველზე ააშენეს ახალი ეკლესია. ფასადზე რამდენიმე ადგილას გამოყენებულია ძველი ეკლესიის ჩუქურთმიანი ქვები. ძველი ეკლესიის სხვა ქვები ეკლესიის ეზოშია. ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა და სწორკუთხა მინაშენი აქვს.

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[6] 1101
1911[7]   711
2002   844
2014   597 294 303

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. თავაძე გ.,„მეტი ყურადღება გურიის მატერიალური კულტურის ძეგლებს“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ. 62
  4. ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 71, ISBN 99940-11-89-8.
  5. კუნჭულია გრ., ვაკიჯვრის კეთილმოწყობისთვის // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1935, № 24, გვ. 4.
  6. «Кавказский календарь» на 1910 год
  7. Кавказский календарь на 1912 год