ვაიტუპუ (ინგლ. Vaitupu) — ტუვალუს კუნძულების ყველაზე დიდი კუნძული წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში. ტუვალუს ადმინისტრაციული ერთეული (კუნძულოვანი საბჭო).

ვაიტუპუ
მშობ. სახელი: ინგლ. Vaitupu
გეოგრაფია
07°28′ ს. გ. 178°41′ ა. გ. / 7.467° ს. გ. 178.683° ა. გ. / -7.467; 178.683
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 5,60 კმ²
საბჭო ვაიტუპუს კუნძულოვანი საბჭო
დემოგრაფია
მოსახლეობა 1591 (2002)
სიმჭიდროვე 284,107 ად. /კმ²

გეოგრაფია რედაქტირება

 
კუნძულის ხედი კოსმოსიდან.

კუნძული მდებარეობს ატოლ ნუკუფეტაუდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. უახლოესი მატერიკიავსტრალია, მდებარეობს 2800 კმ-ში[1].

ვაიტუპუ წარმოადგენს დაბლობ მარჯნულ კუნძულს, რომლის ცენტრში მდებარეობს რიფებით გარშემორტყმული ლაგუნა. კუნძულს აქვს სამკუთხედის ფორმა, დამრგვალებული კუთხეებით. ხმელეთის ფართობია — 5,60 კმ².[1] ლაგუნის სიგანე მერყეობს 750 მეტრიდან 1,6 კმ-მდე, მარჯნის რიფების — 200 მეტრიდან 700 მეტრამდე[2]. ვაიტუპუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ორი გასასვლელი: ტეფუტა და ალია-ოპეტი. ძირითადი კუნძულის გარშემო მდებარეობს რამდენიმე მომცრო კუნძული (მოტუ):

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საერთო ფართობია — 5,60 კმ².

მცენარეულობიდან ატოლზე ჭარბობს ქოქოსის პალმა, რომლებიც მოჰყავთ ადგილობრივ პლანტაციებში კოპრის წარმოებისთვის. არსებობენ მანგროს ტყეები და პატარა ჭაობები[1].

კლიმატი ვაიტუპუზე ტროპიკულია. ხდება დამანგრეველი ციკლონები[1].

ისტორია რედაქტირება

ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, ვაიტუპუს პირველი კოლონიზატორი სამოელი, სახელად ტელემატუა იყო. 1825 წელს კუნძული აღმოაჩინა ამერიკელმა ობედ სტარბაკმა (ინგლ. Obed Starbuck).

მოსახლეობა რედაქტირება

2002 წლის აღწერის მონაცემებით ვაიტუპუს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1591 ადამიანს.[3] კუნძულის ერთადერთი დასახლებული პუნქტია — სოფელი ასაუ.

ინფრასტრუქტურა რედაქტირება

კუნძულზე არსებობს დაწყებითი და საშუალო სკოლა, რომლებიც 1905 წელს დააარსეს ლონდონის მისიონერული საზოგადოების წევრებმა. მოქმედებს ფოსტის განყოფილება, ერთი სასტუმრო.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ტუვალუს კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-07. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
  2. Oceandots. ვაიტუპუ. (ინგლისური)
  3. Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2015-01-10.