ვაისჰორნი (გერმ. Weisshorn) — მწვერვალი პენინის ალპებში, შვეიცარიაში. სიმაღლე 4506 მ, რითაც ქმნის ალპების ერთ-ერთ უმაღლეს წერტილს.[1] აქვს წაწვეტილი თხემი, რომელიც იდეალურად პირამიდისებურია. მდებარეობს ვალეს კანტონში, მდინარე რონიდან სამხრეთით დაახლოებით 25 კილომეტრში. უმეტესწილად აგებულია გნაისებით. მწვერვალის დასავლეთ მონაკვეთში არის ცარცული ასაკის დანალექი ქანები. პირველად ასვლა განხორციელდა 1861 წლის 19 აგვისტოს.

ვაისჰორნი
კოორდინატები: 46°06′06″ ჩ. გ. 7°42′58″ ა. გ. / 46.10167° ჩ. გ. 7.71611° ა. გ. / 46.10167; 7.71611
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 4506 მ 
ქედი პენინის ალპები
ვაისჰორნი — შვეიცარია
ვაისჰორნი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Considering peak with at least 300 metres prominence, the Weisshorn is the fifth highest.