ვაიალეალე (ჰავ. Waiʻaleʻale) — ფარისებრი ვულკანი ჰავაის კუნძულებზე. ადმინისტრაციულად მდებარეობს აშშ-ის ჰავაის შტატის ტერიტორიაზე. სიმაღლე 1569 მ. კუნძულ კაუაის ვულკანებს შორის ვაიალეალე სიმაღლით მეორე ადგილზეა.[1] 1912 წლიდან დაწყებული ვაიალეალეს კალთები წვიმის სახით წელიწადში საშუალოდ იღებს 11 684 მმ ნალექს.[2] 1982 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი: ვულკანის კალთებზე საშუალოდ მოვიდა 16 916 მმ ნალექი.[3] ასაკი განისაზღვრება 8 მილიონი წლით.[4] მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნოტიო რეგიონში. ძირითადად დამახასიათებელია ჟინჟღლი. კოკისპირული წვიმები იშვიათია. ვულკანის მწვერვალი ხშირი წვიმიანობის გამო მოქცეულია ხშირი ნისლის ქვეშ.

ვაიალეალე
კოორდინატები: 22°04′26″ ჩ. გ. 159°29′55″ დ. გ. / 22.07389° ჩ. გ. 159.49861° დ. გ. / 22.07389; -159.49861
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე 1569 
ტიპი ფარისებრი ვულკანი
ვაიალეალე — ჰავაი
ვაიალეალე

მწვერვალი ბრტყელ პლატოს წარმოადგენს, სადაც გაბნეულია წვრილი ტბები. ვაიალეალედან სათავეს იღებს პატარა მდინარე ვაიმეა, რომელიც მოზრდილ კანიონს ქმნის (სიგრძე 16 კმ, სიგანე 3,2 კმ, სიღრმე 1067 მ).[5] ჰავაიური ენიდან ვულკანის სახელწოდება დაახლოებით ითარგმნება როგორც „მღელვარე წყლები“.[6]

ძველი ჰავაიელებისთვის ვაიალეალე წმინდა მთა იყო. მათი წარმოდგენით მწვერვალზე ცხოვრობდა ჰავაიური ღმერთი კანე. ამიტომ ჰავაიელებმა ვულკანის მწვერვალზე დააარსეს ხეიაუს მონასტერი, სადაც ღმერთის პატივსაცემად რეგულარულად სწირავდნენ ძღვენს.

უხვნალექიანობის ძირითადი ფაქტორებია: ჰავაის კუნძულებს შორის კაუაის ჩრდილოეთური მდებარეობა, რის გამოც კუნძული პირველი ხვდება ზამთრის თვეებში ატმოსფერული ფრონტების გავლენის ქვეშ; კუნძულის კონუსისებური მოყვანილობა, რის გამოც მისი ყველა მხარეები ექვემდებარებიან ნოტიოგადამტანი ქარების გავლენას; ძალიან ციცაბო ფერდობები, რის გამოც ნოტიო ჰაერი მკვეთრად მაღლდება ზღვის დონიდან 1000 მეტრზე და უფრო ზევით.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Robert E. Gabler, James F. Petersen, L. Michael Trapasso, Dorothy Sack., Physical Geography. — P. 146, 641 p, ISBN 0495555061.
  2. David John Briggs, Peter Smithson., Fundamentals of physical geography, 1986. — P. 62, 558 p, ISBN 0847675203.
  3. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-01-30.
  4. ვაიალეალეს ვულკანი (ჰავაის კუნძულები)[მკვდარი ბმული]
  5. Shawndra Shofner., Hawaii. This Land Called America. — P. 17, 32 p, ISBN 1583416366.
  6. Pukui, Mary Kawena (1974). Place Names of Hawaii. University of Hawaii Press. ISBN 0-8248-0524-0.