ვაალბარა (ინგლ. Vaalbara) — პირველი ჰიპოთეზური სუპერკონტინენტი, რომელიც არსებობდა 3,6-2,8 მილიარდი წლის წინ არქეულში. მისი ფორმირება დაიწყო 3600 მილიონი წლის წინ, ხოლო დასრულდა 3100 მილიონი წლის წინ. გაიყო დაახლოებით 2500 მილიონი წლის წინ. დასახელება ვაალბარი მოდის სამხრეთ აფრიკაში არსებულ კრატონ Kaapvaal-იდან და დასავლეთ ავსტრალიაში არსებულ კრატონ Pilbara-იდან.

კრატონთა დათარიღების რადიომეტრული მეთოდის თანახმად, რომლებიც შეადგენდნენ ვაალბარას, ითვლება, რომ ამჟამინდელი სუპერკონტინენტი 2,8 მილიარდი წლის წინ არსებობდა. ამას ადასტურებს გეოქრონოლოგიური და პალეომაგნიტური გამოკვლევები ორ არქეულ კრატონს, კაპვალსა და პილბარს შორის (პილბარის რეგიონი, დასავლეთი ავსტრალია).

დამატებით მოწმეებად გვევლინებიან დამთხვევბი სტრატიგრაფიულ მწვანექვის სარტყლებსა და გნაისს (კრატონს) შორის. ეს სარტყლები დღეს გავრცელებულია კანადაში და უძველეს სუპერკონტინენტებში გონდვანასა და ლავრაზიაში. ეს ამტკიცებს, ასევე, იმას, რომ ისინი ადრე შეერთებულნი იყვნენ. 

არ არსებობს საერთო შეხედულება იმის შესახებ, თუ როდის დაიწყო კონტინენტმა დაყოფა, მაგრამ გეოქრონოლოგიური და პალეომაგნიტური გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ორმა კრატონმა გადაიტანა გვერდითი დაყოფა 2,78-2,77 მილიარდი წლის წინ. უკვე ≈2,8 მილიარდი წელია რაც ისინი ერთმანეთს არ შეხებიან.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება