ეშტია

სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ეშტია (დიდი) — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფ: ეშტია, თორია, უჯმანა, ყაურმა). 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3082 კაცი.[2] სოფლის თავდაპირველი ნამდვილი სახელი ეშტოი უნდა იყოს.

სოფელი
ეშტია

სოფელი ეშტია მთა პატარა აბულის ფონზე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი ეშტია
კოორდინატები 41°20′33″ ჩ. გ. 43°36′43″ ა. გ. / 41.34250° ჩ. გ. 43.61194° ა. გ. / 41.34250; 43.61194
ადრეული სახელები ეშტოი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1691[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 98,9 %, ქართველები 1,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ეშტია — საქართველო
ეშტია
ეშტია — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ეშტია
ეშტია — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ეშტია

განათლება და კულტურა რედაქტირება

სოფელში არის პოეტ ვიქტორ ჰოვსეფიანის სახლ-მუზეუმი. ყოველი სექტემბრის პირველ კვირას მის პატივსაცემად სოფელში პოეზიის დღე აღინიშნება.

სოფელში არის ორი საჯარო სკოლა.

ეკლესია რედაქტირება

საინტერესოა სოფლისაგან მოშორებით მთაზე მდებარე თეთრი შენობა, რომელიც ქართული ეკლესიის გადაკეთების შედეგია. გადაუკეთებია ვინმე გლოს, ამიტომ ეძახიან მას გლიო უხტ–ს.

ეკლესიის შიდა აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილია ჯვარი და უცნობი ქართული წარწერა: „ქრისტე შეიწყალე იოვანე“. საინტერესოა, რომ ადგილობრივნი მას „სურფ ოვანესს“ უწოდებენ. ეს ძეგლი შეუსწავლელია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2010-07-02.