ეშლი ჯადი (ინგლ. Ashley Judd; დ. 19 აპრილი 1968, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი. თავისი აქტიური კარიერა მან 1990 წელს დაიწყო. ორჯერ იყო ნომინირებული პრემიაზე „ოქროს გლობუსი“.

ეშლი ჯადი

ეშლი ჯადი 2014 წელს
დაბადების სახელი ეშლი ტაილერ სიმინელა
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1968
კალიფორნია, აშშ.
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1990–დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

ეშლი ჯადი დაიბადა 1968 წლის 19 აპრილს კალიფორნიაში. მისი დედა ცნობილი მომღერალი ნაომი ჯადია. 1972 წელს მისი მშობლები გაიყარნენ და ორ წელიწადში ეშლი დედასთან და დასთან ერთად კენტუკის შტატში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახი დიდი გაჭირვებით ცხოვრობდა, ამიტომაც ეშლის 12 სკოლის გამოცვლა მოუწია.

როდესაც ჯადის 14 წელი შეუსრულდა, უკვე ძალზედ პოპულარული იყო მისი დედისა და დის დუეტი "The Judds". მალე ოჯახი მატერიალურადაც მოძლიერდა.

ეშლი კენტუკის უნივერსიტეტში სწავლობდა ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1990 წელს მან სწავლა მიატოვა და ის მხოლოდ 2007 წელს დაასრულა. მან ფრანგულ ენაში ბაკალავრის სტიპენდიაც აიღო.

ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ ეშლიმ ტელესერიალებში მონაწილეობა დაიწყო. 1991 წელს მან პატარა როლი მიიღო სერიალში „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“. ამავდროულად ეშლი ოფიციანტად მუშაობდა რესტორანში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991–1991 ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა Star Trek: The Next Generation რობინ ლეფლერი
1993 კაფსი Kuffs მაღაზიის გამყიდველის ცოლი
1993 რუბი სამოთხეში Ruby in Paradise რუბი ლი გისინგი
1995 შერკინება Heat შარლინ შირლისი
1996 კვამლი Smoke ფელისიტი
1996 დროა მოკვლის A Time to Kill კარლა ბრიგანსი
1996 ტფ ნორმა ჯინი და მერილინი Norma Jean & Marilyn ნორმა ჯინი
1997 აკოცე გოგონებს Kiss the Girls კეიტ მაკტირნანი
1998 საიმონ ბირჩი Simon Birch რებეკა ვენტუორთი
1999 ორმაგი გათვლა Double Jeopardy ელიზაბეთ პარსონსი
1999 მოწმე Eye of the Beholder ჯოანა ერისი
2000 იქ, სადაც გულია Where the Heart Is ლექსი კუპი
2001 ფლირტი მხეცთან Someone Like You ჯეინ გუდეილი
2002 ფრიდა Frida ტინა მოდოტი
2002 დები ია–იას ღვთაებრივი საიდუმლოები Divine Secrets of the Ya-Ya Sisterhood ვივი ებოტ უოკერი
2002 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები High Crimes კლერ კუბიკი
2004 ფავორიტი De-Lovely ლინდა პორტერი
2004 ამნეზია Twisted ჯესიკა შეპარდი
2006 მოდი ადრე დილით Come Early Morning ლუსი
2007 ჰალუცინაცია Bug აგნეს ვაიტი
2009 ელენი Helen ელენი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: